ფსალმუნნი · ფსალმუნი 86

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ძეთა კორესთა, ფსალმუნი გალობისა, საფუძველნი მისნი მთათა შინა წმიდათასა.

კორახის ძეთა ფსალმუნი. გალობა . მისი საძირკველი წმიდა მთებშია.

2

უყუარან უფალსა ბჭენი სიონისანი უფროს ყოველთა საყოფელთა იაკობისთა.

უყვარს უფალს სიონის ბჭეები იაკობის ყველა სამკვიდროზე მეტად.

3

დიდებულ ითქუა შენთჳს, ქალაქო ღმრთისაო.

ქება-დიდებას ამბობენ შენზე, ღვთის ქალაქო. სელა .

4

მოვიჴსენო მე რააბისი და ბაბილოვნისა, რომელთა მიციან მე; და, აჰა, ესერა, უცხოთესლნი და ტჳროს და ერი ჰინდოთა, ესენი იშვნეს მუნ.

გავახსენებ რაჰაბსაა და ბაბილონს, ვინც მე მიცნობს. აჰა, ფილისტიმი და ტვიროსი ქუშთან ერთად - ეს დაიბადა იქ.

5

დედად სიონსა ჰრქუას კაცმან, რამეთუ კაცი იშვა მას შინა, და თავადმან დააფუძნა იგი მაღალმან.

სიონზე კი იტყვიან: ეს და ეს კაცი იშვა მის წიაღში, და უზენაესმა წარმართა იგი.

6

უფალი მიმოდაითქუას წიგნითა ერისათა და მთავართა ამათგან, რომელნი იყვნეს მას შინა.

უფალი ჩაწერს ხალხთა ნუსხაში: ეს დაიბადა აქ. სელა .

7

ვითარ მხიარულთა ყოველთა მკჳდრობაჲ შენდამი არს.

მომღერლები და მესტვირენიც - ყველა ჩემი წყარო შენშია.