ფსალმუნნი · ფსალმუნი 150

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

ალელუაჲ. აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა;

ადიდეთ უფალი . ადიდეთ ღმერთი თავის წმიდაში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების მყარში.

2

აქებდით მას ძლიერებითა მისითა, აქებდით მას მრავლითა სიმდიდრითა მისითა;

ადიდეთ იგი მისი ძლიერებით, ადიდეთ იგი მისი სიდიადის მრავალგვარობით.

3

აქებდით მას ჴმითა ნესტჳსათა, აქებდით მას ფსალმუნითა და ებნითა;

ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.

4

აქებდით მას ბობღნითა და მწყობრითა, აქებდით მას ძნობითა და ორღანოთა;

ადიდეთ იგი დაფით და როკვით, ადიდეთ იგი ებანით და სტვირით.

5

აქებდით მას წინწილითა კეთილჴმითა, აქებდით მას წინწილითა ღაღადებისათა;

ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.

6

ყოველი სული აქებდით უფალსა. დიდებაჲ.

ყოველმა სულდგმულმა ადიდოს უფალი. ადიდეთ უფალი!