ფსალმუნნი · ფსალმუნი 113
ალელუაჲ
გამოსლვასა ისრაჱლისასა ეგჳპტით, სახლი იაკობისი ერისაგან ბარბაროზთასა
როდესაც გამოვიდა ისრაელი ეგვიპტიდან, სახლი იაკობისა უცხოენოვან ხალხისაგან,
იყო ჰურიასტანი სიწმიდე მისა და ისრაჱლი საბრძანებელ მისა.
გახდა იუდა მისი სიწმიდე, ისრაელი - მისი სამფლობელო.
ზღუამან იხილა და ივლტოდა, და იორდანე უკუნიქცა მართლუკუნ.
ზღვამ დაინახა და გაიქცა, იორდანე უკან გაბრუნდა.
მთანი იმღერდეს, ვითარცა ვერძნი, და ბორცუნი, ვითარცა კრავნი ცხოვართანი.
მთები აცეკვდნენ ერკემლებივით, ბორცვნი - კრავებივით.
რაჲ არს შენდა, ზღუაო, რამეთუ ივლტოდე, და შენ, იორდანე, რამეთუ უკუნიქეც მართლუკუნ?
რა დაგემართა, ზღვაო, რომ გაიქეცი, და იორდანევ, უკან რომ გაბრუნდი?
მთანი, რამეთუ იმღერდით, ვითარცა ვერძნი და ბორცუნი - ვითარცა კრავნი ცხოვართანი?
მთებო, რას ცეკვავთ ერკემლებივით და ბორცვებო, კრავებივით?
პირისაგან უფლისა შეიძრა ქუეყანა, პირისაგან ღმრთისა იაკობისა,
უფლის წინაშე ძრწოდე, დედამიწავ, იაკობის ღმერთის წინაშე,
რომელმან გარდააქცია კლდე ტბად წყალთა და კლდე განუკუეთელი - წყაროებად წყალთა. 1. ნუ ჩუენთჳს, უფალო, ნუ ჩუენთჳს, არამედ სახელსა შენსა ეც დიდებაჲ 2. წყალობითა შენითა და ჭეშმარიტებითა შენითა. ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი? 3. ხოლო ღმერთმან ჩუენმან ცათა შინა და ქუეყანასა ზედა ყოველივე, რაცა უნდა, ქმნა. 4. კერპნი წარმართთანი ოქროსანი და ვეცხლისანი ქმნულნი ჴელთა კაცთანი; 5. პირ-ათქს და არა იტყჳან, თუალ-ასხენ და არა ხედვენ, 6. ყურ-ასხენ და არა ესმის, ცხჳრ-ასხენ და არა იყნოსენ, 7. ჴელ-ასხენ და არა განიხილვენ, ფერჴ-ასხენ და არა ვლენან, არცაღა ჴმობენ ჴორცითა მათითა. 8. ემსგავსნედ მათ მოქმედნი მათნი და ყოველნი, რომელნი ესვენ მათ.
რომელმაც გადააქცია კლდე წყალსატევად, კაჟი - წყაროს წყლად. (ფნალმუნი 115)
სახლი ისრაჱლისა ესვიდა უფალსა; შემწე და შემწყნარებელ არს მათდა.
ჩვენ არა, უფალო, ჩვენ არა, არამედ შენს სახელს მიაგე დიდება შენი წყალობით, შენი ჭეშმარიტეაით.
სახლი აჰრონისი ესვიდა უფალსა; შემწე და შესავედრებელ არს მათდა.
რატომ თქვან წარმართებმა: სად არის ღმერთი მათი?
მოშიშნი უფლისანი ესვიდეს უფალსა; შემწე და მფარველ არს მათდა.
ხოლო ჩვენი ღმერთი ზეცაშია; ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა.
უფალმან მომიჴსენა ჩუენ და მაკურთხნა ჩუენ, აკურთხა სახლი ისრაჱლისა,
მათი კერპები ვერცხლი და ოქროა, ადამიანთა ხელით შექმნილი.
აკურთხა სახლი აჰრონისი, აკურთხნა უფალმან მოშიშნი მისნი, მცირედნი დიდთა თანა.
პირი აქვთ და ვერ ლაპარაკობენ, თვალები აქვთ და ვერ ხედავენ.
შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა;
ყურები აქვთ და არ ესმით, ცხვირი აქვთ და ვერ იყნოსავენ.
კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რომელმან ქმნნა ცანი და ქუეყანა.
ხელები აქვთ და ვერაფერს ეხებიან, ფეხები აქვთ და ვერ დადიან, ხმას ვერ გამოსცემენ თავიანთი ხორხიდან.
ცანი ცათანი უფლისანი არიან, ხოლო ქუეყანა მოსცა ძეთა კაცთასა.
მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები, ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.
არა თუ მკუდარნი გაქებდენ შენ, უფალო, არცა ყოველნი შთამავალნი ჯოჯოხეთისანი,
ისრაელო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
არამედ ჩუენ ცხოველნი ვაკურთხევდეთ უფალსა ამიერითგან და უკუნისამდე.
აარონის სახლო, მიენდე უფალს - შემწე და ფარია ის.
მოშიშნო უფლისა, მიენდეთ უფალს - შემწე და ფარია ის.
უფალს ვახსოვართ - გვაკურთხებს; აკურთხებს ისრაელის სახლს, აკურთხებს აარონის სახლს.
აკურთხებს უფლის მოშიშებს - პატარებს დიდებთან ერთად.
დაე, შეგმატოთ უფალმა თქვენ, თქვენ და თქვენს შვილებს.
კურთხეული ხართ უფლის მიერ, ცისა და ქვეყნის შემოქმედის მიერ,
ცა-ცად უფლისათვის, ხოლო ქვეყანა მისცა ადამის ძეთ.
არათუ მკვდრები აქებენ უფალს და ან ყოველი ქვესკნელს შთასული,
არამედ ჩვენ ვადიდებთ უფალს ამიერიდან უკუნისამდე. ადიდეთ უფალი!
