ვებგვერდი ამჟამად ინსტიტუციური განხილვის პროცესშია.

წმინდა ნინოს მართლმადიდებელი სამრევლო – ბარსელონა

წმინდა ნინოს მართლმადიდებელი სამრევლო – ბარსელონა

ჩვენი სამრევლო

ბარსელონის წმინდა ნინოს სახელობის ქართული მართლმადიდებელი სამრევლო აერთიანებს ჩვენი საზოგადოების სულიერ, საგანმანათლებლო და კულტურულ ცხოვრებას. აქ გაეცნობით სამრევლოს მატიანეს 2007 წლიდან დღემდე, მამა ლუკას მსახურებას, საკვირაო სკოლას, ღონისძიებებსა და გალერეას.

გაიცანით ჩვენი სამრევლო

საქართველოს ტაძრები და მონასტრები

მთებში, ხეობებსა და კლდეებში ჩამალული ტაძრები საქართველოს გულის ცემას ინახავენ. თითოეული ქვა, რომელიც აქ დევს, ლოცვით არის დალოცული, თითოეული ფრესკა რწმენით შეღებილი. ეს სავანეები არა მხოლოდ წარსულის მოწმეები არიან, არამედ ხიდი, რომელიც დღემდე გვაერთებს იმ სულთან, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში ეს ერი შეინახა.

აღმოაჩინეთ საქართველოს ტაძრები

✠ საქართველოს წმინდანები

ეს მიწა სისხლით არის ნაკურთხი და ცრემლით დალოცილი. აქ მეფეებმა გვირგვინი დათმეს ქრისტეს ჯვრის სანაცვლოდ, დედოფლებმა ტანჯვის ცეცხლი განვლეს და არ მოტყდნენ, ხოლო მამებმა უდაბნოს სიცარიელეს ღმერთის ხმა შემატეს. ყოველი კლდე აქ მოწმეა, ხოლო ყოველი ტაძარი მოწამეთა ხსოვნასა და მათ სულიერ გამარჯვებას ინახავს. საუკუნეებმა ჩააქრვეს იმპერიები და ტახტები, მაგრამ მათი რწმენის ალი დღემდე ბრწყინავს.

საქართველოს წმინდანები

უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

ორი ათასი წელია, ეს სიტყვები ადამიანთა ბაგეებზე ცოცხლობენ ,არც ერთხელ არ დამდუმებულან. მოციქულებმა წარმოთქვეს, წმინდა მამებმა გაიმეორეს, და დღეს ჩვენც ვამბობთ იმავეს, რასაც საუკუნეების წინ ამბობდნენ. ეს ლოცვა არ საჭიროებს ტაძარს და არც განსაკუთრებულ დროს ,ის შეიძლება ისუნთქო, როგორც ჰაერი, ზიხარ თუ დგახარ, გიხარია თუ გტკივა. ხმამაღლა თქმული თუ გულში ჩუმად შენახული, ის თანდათან წმენდს გონებას, აშორებს ბოროტ ფიქრებს და ხდის გულს იმ სივრცედ, სადაც ღვთის ნათელი შეიძლება დაისახლოს.

ლოცვანი

მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე აბრაამი (გარმელია)

სოხუმიდან ევროპამდე გავლილმა გზამ დაამტკიცა, რომ მანძილს შეუძლია ადამიანი სამშობლოსგან დააშოროს, მაგრამ ვერასოდეს გაწყვეტს რწმენის ძაფს. მისი კურთხევით, შორეულ ბარსელონაში, აღმოცენდა „წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო“, პატარა საქართველო, სადაც ემიგრაციაში დაბადებულმა ბავშვმა შეიძლება პირველად მოისმინოს დედის ენაზე ნათქვამი ლოცვა.

გაეცანით სრულ ისტორიას