რიცხვნი · თავი 28
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: შესაწირავი ჩემი და მსხუერპლი ჩემი სულად სულნელებისად ჩემდა დაიმარხეთ შესაწირავად ჩემდა.
უბრძანე ისრაელიანებს და უთხარი მათ: გახსოვდეთ, თავის დროზე შემომწიროთ საჩემო შესაწირავი, საჩემო პური, ჩემი საცეცხლო მსხვერპლისთვის, საჩემო კეთილსურნელება.
დღესასწაულთა ჩემთა. და არქუ მათ ესე: შესაწირავი, რავდენი შესწიროთ უფლისა კრავნი წელიწდეულნი უბიწონი ორნი დღედ-დღედ დაუკლებელად მრგულიად დასაწველად.
უთხარი მათ: აი, საცეცხლო მსხვერპლი, რომელიც უნდა შესწიროთ უფალს: ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი დღეში, მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი.
კრავი იგი ერთი ჰყო დილითი და კრავი იგი მეორე ჰყო მწუხრითი.
ერთი ცხვარი დილით შესწირე, მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე.
და ჰყო მეათე გრივისაჲ სამინდოჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა გამოწურვილითა მეოთხითა ნაწილითა დორაკისაჲთა.
საძღვნოდ - ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ჰინის მეოთხედ სუფთა ზეთში აზელილი.
მრგულიად დასაწველად სამარადისოდ, რომელ იყო მთასა შინა სინასა სულად სულნელებისად უფლისად.
მუდმივი აღსავლენი მსხვერპლი, რომელიც შეწირული იყო სინაის მთაზე კეთილსურნელებისთვის, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
და შესაწირავად მისა მეოთხე ნაწილი დორაკისაჲ კარავსა ერთსა წმიდასა შინა შესწირო შესაწირავად უფლისა.
საღვრელად ჰინის მეოთხედი თითო ცხვარზე, განწმედილ ადგილზე დაუღვარე უფალს საღვრელი ზედაშე.
და კარავი იგი მეორე ჰყო მწუხრად მსგავსად შესაწირავისა მისისა და მსგავსად მსხუერპლისა მისისა ჰყო იგი სულად სულნელად უფლისა.
მეორე ცხვარი საღამოხანს შესწირე: დილანდელი ძღვენითა და საღვრელითურთ შესწირე საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფალს.
დღეთა შაბათთასა ორი კრავი წელიწდეული უბიწოჲ და ორი ათეული სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა.
შაბათ დღეს ორი წელგამოვლილი საღი ცხვარი და საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, და მისი საღვრელი.
შესაწირავად და მსხუერპლისა მრგულიად დასაწველისა სამარადისოჲსა და შესაწირავი მისი.
ეს არის საშაბათო აღსავლენი შაბათობით მუდმივი აღსავლენისა და მისი საღვრელის გარდა.
და თთჳსთავსა შესწიროთ მრგულიად დასაწველები უფლისა ზუარაკი მროწლისაგანნი ორნი და ვერძი ერთი უბიწოჲ, კრავნი წელწდეულნი შჳდნი უბიწონი.
ყოველი თვის დასაწყისში შესწირეთ აღსავლენად უფალს: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი.
და სამნი ათეულნი სამინდოჲსაჲ აღსუარული ზეთითა ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული სამინდოჲსაჲ ვერძსა ერთსა.
საძღვნოდ ეფის სამი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო კურატზე და ეფის ორი მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ვერძზე.
ათეული ათეულისაჲ სამინდოჲსაჲ შესაწირავად აღსუარული ზეთითა კრავსა ერთსა სულად სულნელად სულნელებისად მსხუერპლად უფლისა.
საძღვნოდ ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, თითო ცხვარზე. აღსავლენი, კეთილსურნელება, საცეცხლო მსხვერპლი უფლისათვის.
შესაწირავი მათი ზოგი დორაკისაჲ იყოს ზუარაკსა ერთსა და მესამე ნაწილი დორაკისაჲ იყოს ვერძსა ერთსა და მეოთხე დორაკისაჲ იყოს კრავსა ერთსა, ღჳნისაჲ. ესე მრგულიად დასაწველი თთჳთი თუედ თთუეთა წელიწადისათა.
მათი საღვრელი-ჰინის ნახევარი კურატზე, ჰინის მესამედი ვერძზე, ჰინის მეოთხედი ცხვარზე. აი, ეს არის საახალმთვარეო აღსავლენი მსხვერპლი წელიწადის ყოველ თვეს.
და წალი თხათაგან ერთი ცოდვათათჳს უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა იყოს შესაწირავი მისი.
ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად უფალს; მუდმივ აღსავლენ მსხვერპლის გარდა შესწირე მის საღვრელთან ერთად.
თთუესა პირველსა მეათხუთმეტესა დღესა თჳსსა ზატიკი უფლისა.
პირველ თვეს, თვის მეთოთხმეტე დღეს, უფლის პასექია.
და მეათხუთმეტესა დღესა ამის თთჳსასა დღესასწაული, შჳდ დღე უფუველსა ჰშჭამდეთ.
ამ თვის მეთხუთმეტე დღეს დღესასწაულია: შვიდ დღეს ხმიადები უნდა იჭამოს.
და დღე იგი პირველი ჩინებულ იყოს წმიდად თქუენდა, ყოველსა საქმესა მსახურებისასა ნუ იქმთ.
პირველ დღეს წმიდა უქმეა: არაფერი საქმე არ უნდა აკეთოთ.
და შესწიროთ მრგულიად დასაწველები მსხუერპლად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძი ერთი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი, იყვნენ თქუენდა.
შესწირეთ უფალს საცეცხლო აღსავლენი მსხვერპლი: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი წელგამოვლილი, საღები უნდა გყავდეთ.
და შესაწირავი მათი სამინდოჲ აღსუარული ზეთითა სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა.
მათთან ერთად შესწირეთ ძღვენი: გამტკიცული ფქვილი, ზეთში აზელილი, ეფის სამი მეათედი კურატზე და ეფის ორი მეათედი ვერძზე.
ათეულ-ათეული ჰყო კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
ეფის მეათედი შესწირეთ თითო ცხვარზე იმ შვიდთაგან.
და წალი ერთი თხათაგანი - ცოდვისათჳს სალხინებელად თქუენთჳს.
ერთი ვაცი ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, რათა მიგეტეოთ.
გარნა მრგულიად დასაწველისა მის დილითისაჲსა, რომელ არს მრგულიად დასაწველი სამარადისოჲ.
გარდა დილის აღსავლენი მსხვერპლისა, რომელიც მუდმივი აღსავლენი მსხვერპლია, შესწირეთ ესენი.
ჰყო იგი მსგავსად ამისა, ჰყოთ დღესა შინა შჳდთა მათ დღეთა შესაწირავი მსხუერპლად სულად სულნელებისად უფლისა მრგულიად დასაწველსა ზედა სამარადისოსა. ჰყოთ შესაწირავი მისი.
ასე გააკეთეთ ყოველდღე შვიდღეულში: პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელება შესწირეთ საღვრელთან ერთად, გარდა აღსავლენი მსხვერპლისა.
და დღე იგი მეშჳდე ჩინებულ წმიდა იყოს თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ მას შინა.
მეშვიდე დღეს წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
და დღეთა მათ ახლისათა შესწიროთ შესაწირავი ახალი უფლისა შჳდ შაბათთაჲ, ჩინებულ წმიდა იყოს იგი თქუენდა, ყოველი საქმე მსახურებისაჲ არა ჰქმნეთ.
პირველნაყოფობის დღეს, როცა ახალი ძღვენი მიგაქვთ უფლისათვის, თქვენს შვიდღეულებში, წმიდა უქმობა გქონდეთ: არაფერი საქმე არ აკეთოთ.
და შესწირნეთ მრგულიად დასაწველნი სულად სულნელად უფლისა ზუარაკნი მროწლისაგანნი ორნი, ვერძნი ორნი, შჳდნი კრავნი წელიწდეულნი უბიწონი.
შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი,
შესაწირავი მათი სამინდოჲ ასუარული ზეთითა, სამი ათეული ზუარაკსა ერთსა და ორი ათეული ვერძსა ერთსა თანა.
საძღვნოდ მათთვის: გამტკიცული ფქვილი, ზეთში არეული, ეფის სამი მეათედი თითო კურატზე, ორი მეათედი თითო ვერძზე.
ათეული კრავსა ერთსა შჳდთა მათ კრავთა.
ეფის მეათედი თითო ცხვარზე იმ შვიდ ცხვართაგან,
და წალი თხათაგანი ერთი ცოდვათათჳს სალხინებელად თქუენდა, გარნა მრგულიად დასაწველისა მის სამარადისოჲსა.
ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის.
და შესაწირავი ჰყოთ ჩემდა. უბიწო იყუნენ თქუენდა მსხუერპლნი იგი მათნი.
გარდა მუდმივი აღსავლენი მსხვერპლისა და მისი ძღვენისა, შესწირეთ ესენი - საღი უნდა გყავდეთ - მათთვის განკუთვნილი საღვრელთან ერთად.
