რიცხვნი · თავი 26
და იყო, შემდგომად გუემისა ამის ეტყოდა მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონ მღდელისსა, და ჰრქუა:
განადგურების შემდეგ იყო, რომ უთხრა უფალმა მოსეს და ელეაზარს, აარონ მღვდლის ძეს:
იწყე დასაბამსა ყოვლისა კრებულისასა ძეთა ისრაჱლისათასა ოცით წლითგანი და მიმართე სახლად-სახლად ტომთა მათთა ყოველი შემავალი წყობად ისრაჱლისა თანა.
აღრიცხე ისრაელიანთა მთელი საზოგადოება ოცი წლიდან მოყოლებული გვარეულობათა მიხედვით, ყველა, ვისაც ლაშქრად გასვლა შეუძლია ისრაელში.
და ეტყოდა მოსე და ელიაზარ მღდელი მათ არაბუთ მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ, კერძო და ჰრქუა:
ასე ელაპარაკნენ მათ მოსე და ელეაზარ მღვდელი მოაბის ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად:
ოცით წლითგანი და მიმართ, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს: შენ და ძენი ისრაჱლისანი, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით,
ოცი წლიდან მოყოლებული როგორც ნაბრძანები აქვს უფალს მოსესთვის და ისრაელიანთათვის, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიდნენ.
რუბენ, პირმშოჲ ისრაჱლი, ძენი რუბენისნი: ენუქ და დასი ენუქისი, ფალილუ, დასი ფალილუაჲსი.
რეუბენი - ისრაელის პირმშო. რეუბენის ძენი: ხანოქი - ხანოქელთა საგვარეულო; ფალუსგან ფალუელთა საგვარეულო.
ასრონ და დასი ასრონისი, ქარმი და დასი ქარმისი.
ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ქარმისგან ქარმიელთა საგვარეულო.
ესე დასნი რუბენისნი. და იყო აღხილვაჲ მათი ორმეოცდასამ ათას და შჳდასდაოცდაათ.
ეს არის რეუბენიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცდასამიათას შვიდასოცდაათი.
და ძენი ფალუჲსნი: ელიაბ.
ფალუს ძენი: ელიაბი.
და ძენი ელიაბისნი: ნამოელ და დათან და აბირონ. ესე რჩეულნი იყუნეს კრებულისანი, რომელ ზედა მიუჴდეს მოსეს და აჰრონს კრებულსა თანა კორესსა, რაჟამს აღდგებოდეს უფლისათჳს.
ელიაბის ძენი: ნემუელი, დათანი, აბირამი. ეს ის დათანი და აბირამი იყვნენ, საზოგადოების რჩეულნი, რომლებმაც აუტეხეს ჯანყი მოსეს და აარონს კორახის დასთან ერთად, როცა უჯანყდებოდნენ უფალს.
და განაღო ქუეყანამან პირი თჳსი და შთათქნა იგინი. და კორე თანა იყო სიკუდილსა მას კრებულისასა, რაჟამს შეჭამნა ცეცხლმან ერგასის და ორასნი. და იქმნნეს იგინი სასწაულ.
გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.
ხოლო ძენი კორესნი არა მოწყდეს.
კორახის ძენი კი არ დახოცილან.
და ძენი სჳმეონისნი და სიძეთა სჳმეონისთაჲ: ნამუჱლ, დასი ნამუჱლისი: იამინ, დასი იამინისი: იაქინ, დასი იაქინისი:
სიმონიანები საგვარეულოების მიხედვით: ნემუელისგან ნემუელელთა საგვარეულაო, იამინისგან იამინელთა საგვარეულო, იაქონისგან იაქინელთა საგვარეულო,
ზარა, დასი ზარაჲსი: საულ, დასი საულისი,
ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო, საულისგან საულელთა საგვარეულო.
ესე დასნი სჳმეონისნი აღხილვისა მათისაგან - ოცდაორ ათას. 19. ძენი იუდაჲსნი: ჱრ და ავან, სჱლონ და ფარეს და ზარა. და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა. 20. და იყუნეს ძენი იუდაჲსნი დასად-დასად მათა: სელომისი დასი, დასი სელომისი, დასი ფარეზისი, ზარაჲსი დასი.
ესენია სიმონელთა საგვარეულოები: ოცდაორი ათას ორასი.
ძენი გადისნი დასად-დასად მათა: საფონ, დასი საფონისი, აგგი, დასი აგგისი, სუნი, დასი სუნისი.
გადიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: ცეფონისგან ცეფონელთა საგვარეულო, ხაგისგან ხაგელთა საგვარეულო, შუნისგან შუნელთა საგვარეულო,
აზენი, დასი აზენისი, ადდი, დასი ადდისი.
ოზნისგან ოზნიელთა საგვარეულო; ყერისგან ყერელთა საგვარეულო,
ორად, დასი ორადისი, არიელ, დასი არიელისი.
აროდისგან აროდელთა საგვარეულო,
ესე დასნი ძეთა გადისთანი აღხილვისგან მათისა:
ესენია გადიანთა საგვარეულოები. მათი რიცხვი იყო ორმოცი ათას ხუთასი.
ორმეოც ათას და ხუთას. ძენი იუდასნი: ჱრ და ავან, სელონ და ფარეს და ზარა, და მოკუდა ჱრ და ავნან ქუეყანასა ქანანისასა.
იუდიანები: ყერი და ონანი; დაიხოცნენ ყერი და ონანი ქანაანის ქვეყანაში.
და იყუნეს ძენი იუდასნი დასად-დასად მათა: სელომ, დასი სელომისი, ფარეზ, დასი ფარესისი, ზარა, დასი ზარაჲსი.
მათი საგვარეულოების მიხედვით იუდიანები იყვნენ: შელასგან შელაელთა საგვარეულო, ფერეცისგან ფერეცელთა საგვარეულო, ზერახისგან ზერახელთა საგვარეულო.
და იყუნეს ძენი ფარესისნი: ასრონ, დასი ასრინისი, ამუჱლ, დასი ამუჱლისი.
ფერეციანები იყვნენ: ხეცრონისგან ხეცრონელთა საგვარეულო, ხამულისგან ხამულელთა საგვარეულო.
ესე დასნი იუდაჲსნი მსგავსად აღხილვისა მათისა - სამეოცდაათექუსმეტ ათას და ხუთას.
ესენია იუდას საგვარეულოები რიცხვით სამოცდათექვსმეტი ათას ხუთასი.
და ძენი იზაქარისნი დასად-დასად მათა: თულა, დასი თულაჲსი, ფუსი - დასი ფუჰისი.
ისაქარიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: თოლასგან თოლაელთა საგვარეულო, ფუვასგან ფუვაელთა საგვარეულო.
იასობი, დასი ისობისი, სამრან, დასი სამრანისი.
იაშუბისგან იაშუბელთა საგვარეულო, შიმრონიდან შიმრონელთა საგვარეულო,
ესე დასნი იზაქარისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც.
ესენია ისაქარის საგვარეულოები რიცხვით სამოცდაოთხიათას სამასი.
ძენი ზაბულონისნი დასად-დასად მათა: სარედ, დასი სარედისი, ალილონ, დასი ალილონისი, იალიჱლ, დასი იალიჱლისი.
ზებულონიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: სერედისგან სერედელები, ელონისგან ელონელები, იახლიელისგან იახლიელელები,
ესე დასნი ზაბულონისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოც ათას და ხუთას.
ესენია ზებულონელთა საგვარეულოები რიცხვით: სამოციათას ხუთასი.
ძენი იოსებისნი დასად-დასად მათა: მანასე და ეფრემ.
იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: მენაშე და ეფრემი.
ძენი მანასესნი: მაქირ, დასი მაქირისი. და მაქირ შვა გალაადი და გალაადისი - დასი გალაადისი.
მენაშეანები: მაქირისგან მაქირელთა საგვარეულო, მაქირმა შვა გაალადი, გალაადისგან გალაადელთა საგვარეულო.
და ესე ძენი გალადისნი: აქიეზერ, დასი აქიეზერისი, ქელეკ, დასი ქელეკისი.
ესენია გალაადიანები: იეზერისგან იეზერელთა საგვარეულო, ხელევისგან ხელეველთა საგვარეულო,
სჳქემ, დასი სჳქემისი.
ასრიელისგან ასრიელთა საგვარეულო, შექემისგან შექემელთა საგვარეულო,
სემაჱრ, დასი სემაჱრისი, ოფერ, დასი ოფერისი.
შემიდასგან შემიდაელთა საგვარეულო, ხეფერისგან ხეფერელთა საგვარეულო,
და სალპაადს, ძესა ოფერისსა, არა ესხნეს მას ძე, არამედ ასულებ. და ესე არს სახელები ასულთა სალპადისთაჲ: მაალა, და ნუა, და ეგლა, და მელქა და თერსა.
ცელაფხად ხეფერის ძეს არ ჰყავდა ვაჟები, არამედ მხოლოდ ქალიშვილები. ცელაფხადის ქალიშვილებს ერქვათ: მახლა, ნოა, ხოგლა, მოლქა და თირცა.
ესე დასნი მანასესნი აღხილვისაგან მათისა - ერგასისადაორ ათას და შჳდას.
ესენია მენაშეს საგვარეულოები, მათი რიცხვი იყო ორმოცდათორმეტი ათას შვიდასი.
და ესე ძენი ეფრემისნი: სუთალა, დასი სუთალაჲსა, თანაქ, დასი თანაქისი.
ესენი არიან ეფრემიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუთელახისგან შუთელახელები, ბექერისგან ბექერელები, თახანისგან თახანელები.
ესე ძენი სუთალაჲსნი: ედენ, დასი ედენისი.
ესენი არიან შუთელახიანები: ყერანისგან ყერანელთა საგვარეულო.
ესე დასნი ძეთა ეფრემისთანი აღხილვისაგან მათისა ოცდაათოთხმეტ ათას და ხუთას. ესე ძენი იოსებისნი - დასად-დასად მათა.
ესენია ეფრემიანთა საგვარეულოები, რიცხვით ოცდათორმეტი ათას ხუთასი. ესენი არიან იოსებიანები მათი საგვარეულოების მიხედვით.
ძენი ბენიამენისნი და დასად-დასად მათა: ბალი, დასი ბალისი, ასბელ, დასი ასბელისი, იაქირამ, დასი იაქირამისი.
ბენიამინელები მათი საგვარეულოების მიხედვით: ბელასგან ბელაელთა საგვარეულო, აშბელისგან აშბელელთა საგვარეულო, ახირამისგან ახირამელთა საგვარეულო,
სოფამ, დასი სოფამისი.
შეფუფიმისგან შეფუფამელთა საგვარეულო, ხუფამისგან ხუფამელთა საგვარეულო.
და იყუნეს ძენი ბალესნი: არედ და ნუემმან, დასი ნუემმანისი.
ბელაყიანები იყვნენ: არდი და ნაყამანი. არდელთა საგვარეულო, ნაყამანისგან ნაყამანელთა საგვარეულო.
ესე ძენი ბენიამენისნი დასად-დასად მათა აღხილვისგან მათისა - ორმოცდახუთ ათას და ექუსას.
ესენი არიან ბენიამინიანები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ექვსასი.
და ესე ძენი დანისნი დასად-დასად მათა: სუამ, დასი სუამისი, ესე დასნი დასად-დასად მათა.
ესენი არიან დანიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: შუხამისგან შუხამელთა საგვარეულო; ესენია დანის საგვარეულოები მათ საგვარეულოთა მიხედვით.
ყოველნი დასნი სუამისნი აღხილვისაგან მათისა - სამეოცდაოთხ ათას.
შუხამელთა მთელი საგვარეულო, რიცხვით ექვსასოთხი ათას ოთხასი.
ძენი ასერისნი დასად-დასად მათა: იამი, დასი იამმინისი, იესუჲ - დასი იესუჲსი, ბარია, დასი ბარიაჲსი.
აშერიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იმნასგან იმნაელთა საგვარეულო, იშვასგან იშვაელთა საგვარეულო, ბერიყასგან ბერიყელთა საგვარეულო.
ქუბერ, დასი ქუბერისი, მელქიელ, დასი მელქიელისი.
ბერიყიანთაგან; ხებერისგან ხებერელთა საგვარეულო; მალქიელისგან მალქიელელთა საგვარეულო.
და სახელი ასულისა ასერისისაჲ სარა.
აშერის ასულის სახელი იყო სარახი.
ესე დასი ძეთა ასერისთანი აღხილვისაგან მათისა - ერგასის და სამ ათას და ოთხას.
ესენია აშერიანთა საგვარეულოები, რიცხვით ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი.
... სი გავნი, დასი გავნისი,
ნაფთალიანები მათი საგვარეულოების მიხედვით: იახციელისგან იახციელების საგვარეულო, გუნისგან გუნიელთა საგვარეულო,
იესე, დასი იესერისი, სელლემ, დასი სელლემისი.
იეცერისგან იეცერელთა საგვარეულო, შილემისგან შილემელთა საგვარეულო.
ესე დასნი ნეფთალემისნი აღხილვისაგან მათისა - ორმეოც ათას და სამას.
ესენია ნაფთალიანთა საგვარეულოები მათი საგვარეულოების მიხედვით. მათი რიცხვი იყო ორმოცდახუთი ათას ოთხასი.
ესე არს აღხილვად ძეთა ისრაჱლისათაჲ - ექუსას ათას და შჳდას ოცდაათ.
ეს არის რიცხვი ისრაელიანთა: ექვსასი ათას შვიდასოცდაათი.
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
ამათ განეყოს ქუეყანა იგი დამკჳდრებად რიცხჳთ სახელებით.
ამათ დაუნაწილებ ქვეყანას სამკვიდროებად სახელთა რიცხვის მიხედვით.
უმარლესთა განამრავლო სამკჳდრებელი მათი თითოეულად, ვითარცა აღიხილნეს, მიეცეს მათ სამკჳდრებელი იგი.
მრავალრიცხოვანს უფრო დიდი სამკვიდრო მიეცი, მცირერიცხოვანს - მცირე; თითოეულს მათი რიცხვის მიხედვით მიეცეს სამკვიდრო.
წილით განიყოს ქუეყანაჲ იგი, სახელებსა თესლად-თესლადსა ტომთა მათთასა დაემკჳდრონ.
ოღონდ წილისყრით უნდა დანაწილდეს ქვეყანა, მამეული შტოების სახელთა მიხედვით მიიღონ სამკვიდრო.
წილით განჰყო სამკჳდრებელი მათი შორის მრავალთა და მცირეთა.
წილისყრის პირობაზე უნდა დაუნაწილდეთ სამკვიდროები, მრავალრიცხოვანთ და მცირერიცხოვანთ.
და ესე არიან ძენი ლევისნი დასად-დასად მათა: გერსონ, დასი გერსონისი, კაათ, დასი კაათისი, მერარი, დასი მერარისი.
აი, ლევიანთა რიცხვი მათი საგვარეულოების მიხედვით: გერშონისგან გერშონელთა საგვარეულო, კეჰათისგან კეჰათელთა საგვარეულო, მერარისგან მერარიელთა საგვარეულო.
ესე დასნი ძეთა ლევისთანი, დასი ლუბენისი, დასი ქებრონისი, დასი მოლისი. და კაათ შვა ამრამ.
ესენია ლევის საგვარეულოები: ლიბანელთა საგვარეულო, ხებრონელთა საგვარეულო, მახლიელთა საგვარეულო, მუშიელთა საგვარეულო, კორახელთა საგვარეულო. კეჰათმა შვა ყამრამი.
და სახელი ცოლისა მისისაჲ იყო იოქაბელ. ასულმან ლევისმან, რომელმან უსხნა ესენი ლევის ეგჳპტეს შინა და უშვა ამრამს აჰრონ და მოსე და მარიამ, დაჲ მათი.
ყამრამის ცოლი იყო იოქაბედი, ლევის ასული, რომელიც ეგვიპტეში უშვა ცოლმა ლევის. მან კი ყამრამს უშვა აარონი, მოსე და მირიამი, მათი და.
და ესხნეს აჰრონს: ნადაბ და აბიუთ, და ელეაზარ და ითამარ.
შეეძინა აარონს ნადაბი და აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი.
და მოკუდა ნადაბ და აბიუთ შეწირვასა მას მათსა ცეცხლისა უცხოჲსასა წინაშე უფლისა უდაბნოსა ზედა.
დაიხოცნენ ნადაბი და აბიჰუ, როცა უფლის წინაშე უცხო ცეცხლი მიჰქონდათ.
და იყუნეს აღხილვისაგან მათისა ოცდასამ ათას ყოველი წული თთჳთგანი და მიმართ, რამეთუ არა აღიხილნეს შორის ძეთა ისრაჱლისათა.
ოცდასამი ათასი იყო მათი რიცხვი, ყველა მამაკაცისა ერთი თვიდან მოყოლებული; რადგან ისინი არ აღრიცხულან ისრაელიანთა შორის, რადგან არ ჰქონდათ მათ მიცემული სამკვიდრო ისრაელიანთა შორის.
რამეთუ არა ეც ამათ ნაწილი შორის ძეთა ისრაჱლისათა. და არს აღხილვაჲ მოსესი და ელიაზარ მღდელისაჲ, რომელთა აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი არაბოთს მოაბს იორდანესა ზედა იერიქოჲთ კერძო.
ესენი არიან აღრიცხულნი მოსესა და ელეაზარ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები მოაბის ველზე, იორდანეს პირას, იერიხონის მახლობლად.
და ამათ შორის არა იყო კაცი აღხილულთა მათგანი მოსესგან და აჰრონისგან, რომელ აღიხილნეს ძენი ისრაჱლისანი უდაბნოსა სინასა.
მათში არავინ ყოფილა აღრიცხულთაგან მოსესა და აარონ მღვდლის მიერ, რომელთაც აღრიცხეს ისრაელიანები სინაის უდაბნოში:
და ჰრქუა მათ უფალმან: სიკუდილით მოკუდენ უდაბნოსა ზედა. და არა დაშთა მათგანი არცა ერთი გარნა ქალებ, ძე იეფონესი, და ისუ, ძე ნავესი.
რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა.
