რიცხვნი · თავი 16

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

იტყოდა კორე, ძე ისსარისი, ძისა კაათისი, ძისა ლევისი, დათან და აბირონ, ძენი ელიაბისნი, და აჳან, ძე ფალეკისი, ძისა რუბენისი, ავნან, ძე ფალეთისი, ძისა რუბენისი.

ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები,

2

აღდგეს წინაშე მოსესა კაცნი ძეთაგან ისრაჱლისათანი ორასერგასისნი მთავარნი წოდებულნი ზრახვისანი, კაცნი სახელოვანნი.

და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები.

3

შეკრბეს მოსეს ზედა და აჰროს და თქუეს: გაქუნდინ თქუენ, რამეთუ ყოველი იგი კრებული წმიდა არს და მათ შორის უფალი, რაჲსათჳს აღდგომილ ხართ კრებულსა ზედა უფლისასა?

შეითქვნენ მოსეს და აარონის წინააღმდეგ და უთხრეს მათ: გეყოფათ! წმიდაა ერთიანად მთელი საზოგადოება და უფალი არის მათ შორის. რატომ აღზევდით უფლის კრებულზე?

4

ესმა ესე მოსეს და დავარდა პირსა ზედა თჳსსა.

გაიგონა მოსემ და პირქვე დაემხო.

5

და ეტყოდა კორეს და ყოველსა კრებულსა მისსა და ჰრქუა: მოხედა და იცნა ღმერთმან, რომელნი-იგი არიან მისნი და წმიდანი მისნი და მოიყვანნა იგინი თავისა თჳსისა და, რომელნი არა გამოირჩინა, არა მოიყვანნა.

ასე ელაპარაკა კორახს და მთელს მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.

6

აწ ესე ყავთ: მოიღეთ სასაკუმევლე თქუენი კორე და ყოველმან კრებულმან მისმან.

ასე მოიქეცით: აიღეთ საცეცხლურები კორახმა და მთელმა მისმა დასმა.

7

და შთაასხთ ცეცხლი და დაასხთ მას ზედა საკუმეველი წინაშე უფლისა ხვალე; იყოს კაცი, რომელი გამოირჩიოს უფალმან. წმიდა არს იგი, კმა-იყავნ თქუენდა, ძენო ლევსნო.

ჩადევით მასში ცეცხლი და ზედ დააყარეთ საკმეველი ხვალ უფლის წინაშე. ვისაც უფალი გამოარჩევს, ის იქნება წმიდა. გეყოფათ, ლევიანებო!

8

ჰრქუა მოსე კორეს: ისმინეთ ჩემი, ძენო ლევისნო.

უთხრა მოსემ კორახს: მისმინეთ, ლევიანებო!

9

მცირე არს ესე თქუენდა, რამეთუ გამოგირჩინა ღმერთმან ისრაჱლისამან კრებულისაგან და მოგიყვანნა თქუენ თავისა თჳსისა მსახურებად მსახურებასა კარვისა უფლისასა და წარდგომად წინაშე კრებულისა და მსახურებად მისა.

ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ საუფლო კარვის სამსახური და მდგარიყავით საზოგადოების წინაშე მისდა სამსახურად?

10

მოგიყვანა შენ და ყოველნი ძმანი შენნი, ძენი ლევისნი, შენ თანა და გნებავს კუალად მღდელობაჲ.

დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?

11

ესრეთ შენ და კრებულსა შენსა, რომელნი შეკრებულ ხართ ღმრთისა ზედა და აჰრონ ვინ არს, რამეთუ სდრტვინავთ მისთჳს?

ამისთვის შეითქვით შენ და მთელი შენი დასი უფლის წინააღმდეგ? აარონმა რაღა დაგიშავა, რომ უჩივით?

12

და მიავლინა მოსე მოწოდებად დათანისა და აბირონისა, ძეთა ელიაბისთა, და თქუეს: არა მივალთ.

დაიბარა მოსემ დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი. მათ კი თქვეს: არ მოვალთ.

13

ნუ მცირე არს ესე, რამეთუ შემიყვანენ ჩუენ ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა მოსრვად ჩუენდა უდაბნოსა ამას, რამეთუ გუმთავრობ ჩუენ? შენ ხარ მთავარ.

ნუთუ არა კმარა, რძითა და თაფლით მდინარი ქვეყნიდან რომ ამოგვიყვანე უდაბნოში მოსაკლავად? ახლა გინდა გაგვიბატონდე? ჰო, გაგვიბატონდე კიდეც?

14

ქუეყანასა მას მდინარისა სძისა და თაფლისასა შემიყვანენ ჩუენ და მომეც ჩუენ ნაწილები აგარაკთაჲ და საყურძენთაჲ, თუალნი მათ კაცთანი აღმოჰჴდეს, არა აღვალთ. და დამძიმდა

არც რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში მიგიყვანივართ, არც ყანები და ვენახები მოგიცია ჩვენთვის. თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ წამოვალთ.

15

სულმოკლებითა ფრიად მოსე და ჰრქუა უფალსა: ნუ მოჰხედავ შესაწირავთა მათსა, რამეთუ არა ვისი მათგანისაჲ გულისსათქმელი რაჲმე მოვიღე, არცა ბოროტი ვისმე უყავ მათ.

დიდად გაჯავრდა მოსე და უთხრა უფალს: ნუ მიხედავ მათ ძღვენს. ერთი ვირიც არ წამირთმევია მათთვის, ერთი მათგანისთვისაც არ მიწყენინებია.

16

და ჰრქუა მოსე კორეს: წმიდა-ყავ კრებული შენი და იყვენით თქვენ მზა წინაშე უფლისა, შენ და იგინი და აჰრონ ხვალისა;

უთხრა მოსემ კორახს: შენ და მთელი შენი დასი უფლის წინაშე გამოცხადდებით ხვალ - შენ, ისინი და აარონი.

17

და მოიღეთ კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და დაასხთ მას ზედა საკმეველი და მოიღეთ წინაშე უფლისა კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი ორასერგასისი საცეცხური, შენ და აჰრონ თჳთოეულმან სასაკმევლე თჳსი.

აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ-თქვენი საცეცხლურები, ასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები.

18

და მოიღო კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი და შთაასხეს მას ცეცხლი, და დაასხეს საკუმეველი და დადვეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა მოსე და აჰრონ.

აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, დაანთეს მასში ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და წარდგნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; მოსე და აარონიც იქ იყვნენ.

19

და შეკრიბნა მათ თანა კორე ყოველნი კრებულნი თჳსნი კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა ყოველსა მას ზედა კრებულსა.

შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ და გამოეცხადა უფლის დიდება მთელს საზოგადოებას.

20

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:

21

გამოეშორენით შორის კრებულისა მაგის და აღვჴოცნე იგინი ერთბამად.

გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ.

22

და დავარდეს წინაშე უფლისა მოსე და აჰრონ და თქუეს: უფალო, ღმერთო სულთაო და ყოველთა ჴორცთაო, უკეთუ ერთმან კაცმან ცოდა, ყოველსა ზედა კრებულსა იყოსა რისხვაჲ უფლისა?

პირქვე დაემხვნენ და თქვეს: ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელს საზოგადოებაზე მრისხანებ?

23

და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:

ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:

24

ეტყოდე კრებულსა მაგას და არქუ: განეშორენით გარემო კრებულისა მაგისგან კორესისა და დათანისა და აბირონისა.

ასე ელაპარაკე საზოგადოებას: განერიდონ ყოველის მხრიდან დათანისა და კორახის სადგომს.

25

და აღდგა მოსე და მივიდა დათანისა და აბირონისა და მივიდეს მის თანა ყოველნი მოხუცებულნი ისრაჱლისანი.

ადგა მოსე და წავიდა დათანთან და აბირამთან, თან გაჰყვა ისრაელის უხუცესობა.

26

და ეტყოდა კრებულსა და ჰრქუა: გამოეშოვრენით კარავთა მაგათგან კაცთა ფიცხელთასა და ნუ შეეხებით ყოველსავე, რომელ-რაჲ არს მათი, ნუუკუე წარსწყმდეთ ცოდვათა მათთა თანა.

ასე ელაპარაკა საზოგადოებას: განერიდეთ ამ ბოროტი ხალხის კარვებს, მათსას ნურაფერს მიეკარებით, მათი ცოდვების თანაზიარი რომ არ გახდეთ.

27

და გამოეშოვრნეს გარემო კარავთა მათ კორესთა და გამოვიდეს დათან და აბირონ, დადგეს კართა თანა კარვისა მათისათა ცოლნი მათნი, და შვილნი მათნი და ყოველი ჭურჭერი მათი.

განერიდნენ ყოველი მხრიდან კორახის, დათანისა და აბირამის სადგომებს; დათანი და აბირამი კი გამოსულიყვნენ და თავ-თავისი კარვების შესასვლელთან იდგნენ - ცოლებით, შვილებითა და ჩვილი ბავშვებითურთ.

28

და ჰრქუა მოსე: ამით სცნათ, რამეთუ უფალმან მომავლინა მე საქმედ ყოველსა მას საქმესა და არა თავით ჩემით.

თქვა მოსემ: ამით გაიგებთ, რომ უფალმა გამომგზავნა მთელი ამ საქმის აღსასრულებლად, რომ ჩემი ნება არ ყოფილა.

29

უკუეთუ სიკუდილისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოწყდენ ესენი, გინა თუ მოხედვისაებრ ყოველთა კაცთაჲსა მოხედვა იყოს მათა, არა უფალმან მომავლინა მე,

თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.

30

არამედ საოცრად აჩუენოს უფალმან და განაღოს ქუეყანამან პირი თჳსი და შთანთქნეს იგინი. და სახლნი მაგათნი და საყოფელნი მაგათნი და ყოველი, რაოდენი არს მაგათი და შთაჴდენ ყოველნი ჯოჯოხეთად და სცნათ, რამეთუ განარისხეს კაცთა ამათ უფალი.

თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელს მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.

31

და ვითარცა დასცხრა მოსე სიტყუად ყიველთა ამათ სიტყუათა,

დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ.

32

განსთქდა ქუეყანა ქუეშე მათსა და განეღო ქუვყანა

დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება.

33

და შთანთქნა იგინი და სახლნი მათნი და ყოველნი კაცნი, რომელნი იყუნეს კორეს თანა და ყოველი საცხოვარი მათი და ყოველივე, რაჲცა იყო მათი ცხოველნი ჯოჯოხეთა. და დაფარნა იგინი ქუეყანამან და წარწყმდეს იგინი შორის კრებულისა მის.

ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან.

34

და ყოველი ისრაჱლი ივლტოდა გარემო ჴმისაგან მათისა, რამეთუ თქუეს: ნუუკუე ჩუენცა შთამნთქმნეს ქუეყანამან.

მთელი ისრაელი, რომელიც იდგა შორიახლო, გაიქცა მათ ყვირილზე, იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ.

35

და ცეცხლი გამოვიდა უფლისაგან და შეჭამნა ორასერგასისნი იგი კაცნი, რომელთა მოაქუნდა საკუმეველი.

გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.

36

და ჰრქუა უფალმან მოსეს და ელიაზარს, ძესა აჰრონისსა მღდელისა:

37

აღკრიბეთ საცეცხურები ეგე რვალისაჲ შორის დამწუართა მაგათ და ცეცხლი ესე უცხოჲ მიაბნიე მუნ, რამეთუ განწმიდნეს

38

საცეცხურები ესე ამათ ცოდვილთანი სულითა მათითა და შექმნენ ეგენი პეპელად ჭედილად გარემო სადებელად საკურთხეველისა, რამეთუ მოიხუნეს წინაშე უფლისა, და განწმიდნეს და იქმნეს ესე სასწაულად ძეთა ისრაჱლისათა.

39

და მოიხუნა ელიაზარ მღდელმან, ძემან აჰრონისმან, საცეცხურნი იგი რვალისანი, რაოდენნი-იგი მოიხუნეს დამწვართა მათ და მოსდვეს გარეშე სადებელად საკურთხეველსა

40

საჴსენებელად ძეთა ისარჱლისათა, რათა არა ვინ მოუჴდეს უცხოთესლი, რომელი არა იყოს ნათესავისაგან აჰრონისი დასხმად საკუმეველისა წინაშე უფლისა, რათა არა იყოს, ვითარცა კორე, და კრებული მისი, ვითარცა იტყოდა უფალი ჴელითა მოსესითა.

41

და დრტჳნვიდეს ძენი ისრაჱლისანი ხვალის დღე მოსესა მიმართ და აჰრონისა და იტყოდეს: თქუენ მოჰსართ ყოველივე ესე ერი უფლისა.

42

და იყო, ვითარცა მოიქცა კრებული იგი მოსეს ზედა და აჰრონის ზედა და მოიმართეს კარვად საწამებელისა. და მეყსეულად დაჰფარა ღრუბელმან კარავი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ უფლისა.

43

და დადგეს მოსე და აჰრონ წინაშე პირსა კარვისა მის საწამებელისა.

44

და ეტყოდა უფალი მოსეს და აჰრონს და ჰრქუა:

45

გამოეშორენით შორის კრებულსა ამის და აღვჴოცნე ეგენი ერთბამად. და დაცჳვეს პირსა ზედა მათსა.

46

და ჰრქუა მოსე აჰრონს: მოიღე სასაკუმევლე და დაასხთ მას ცეცხლი საკურთხეველისაგან, და დასდევ მას ზედა საკუმეველი, და მოიღე ადრე ბანაკად და ლხინება-ყავ მათთჳს, რამეთუ გარდამოჴდა რისხვაჲ უფლისამიერი და უწყიეს მოსრვაჲ ერისაჲ.

47

და მოიღო აჰრონ საკუმეველი, ვითარცა ჰრქუას მას მოსე და მირბიოდა ბანაკად, და ეწყო მოსრვად ერისა და დაასხა საკუმეველი და ლხინება-ყო ერისა მისთჳს.

48

და დადგა შორის მომწყუდართა და შორის ცოცხალთა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.

49

და იყუნეს მოსრვასა მას, ათორმეტ ათას და შჳდას თჳნიერ მომწყუდართა მათ კორეს თანა.

50

და მოიქცა აჰრონ მოსესა კარად კარვისა მის საწამებელისა. და დასცხრა მოსრვაჲ იგი.