ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 41
და შემიყვანა მე ტაძრად, რომლისაჲ განზომა ელამი, წყრთათა ექუსთა სივრცე ერთ კერძ და წყრთა ექუსთა სივრცე ელამისაჲ ერთ კერძ
მიმიყვანა სასახლესთან და გაზომა სვეტები: სიგანე ექვსი წყრთა ერთ მხარეს და სიგანე ექვსი წყრთა მეორე მხარეს. ეს იყო კარვის სიგანე.
და ელამისაჲ სივრცე კარისა და სიფართე ბჭისა წყრთათა ათთაჲ და სამჴარნი ბჭისანი ხუთ წყრთაებ ამიერ და ხუთ წყრთაებ იმიერ; და განზომა სიგრძე მისი წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ.
შესასვლელის სიგანე ათი წყრთა; შესასვლელის ფრთა ხუთი წყრთა ერთ მხარეს და ხუთი წყრთა მეორე მხარეს; გაზომა მისი სიგრძე ორმოცი წყრთა და სიგანე ოცი წყრთა.
და შევიდა ეზოდ უშინაგანესად და განზომა ელამი სიფართისაჲ წყრთათა ორთაჲ და კარი წყრთათა ექუსთაჲ, და სამჴარნი სიფართისანი წყრთა შჳდთაჲ ამიერ და წყრთა შჳდთაჲ იმიერ.
შევიდა შიგნით და გაზომა შესასვლელის სვეტი ორი წყრთა, და შესასვლელი ექვსი წყრთა, და შესასვლელის სიგანე შვიდი წყრთა.
და განზომა სიგრძე კართაჲ წყრთათა ორმეოცთაჲ და სივრცე წყრთათა ოცთაჲ პირისპირ ტაძრისა უფლისაჲ და თქუა ჩემდამო: ესე წმიდაჲ წმიდათაჲ.
გაზომა მისი სიგრძე ოცი წყრთა და სიგანეც ოცი წყრთა სასახლესთან და მითხრა: ეს არის წმიდათა წმიდა.
და განზომა ზღუდე სახლისაჲ წყრთათა ექუსთაჲ, და სივრცე გუერდისაჲ წყრთათა ოთხთაჲ გარემოჲს მრგულივ სახლისა.
გაზომა ტაძრის კედელი ექვსი წყრთა და გვერდითი სენაკები ირგვლივ ოთხი წყრთა, ტაძრის ირგვლივ.
და გუერდისაჲ გუერდისა ზედა ოცდაათ და სამ ორგზის; და ხანი ზღუდესა შორის სახლისასა გუერდთა ზედა გარემო, რაჲთა იყოს შეახლებულთა სახილველ, რაჲთა ყოლადვე არ მიეხებოდიან ზღუდეთა სახლისათა.
გვერდითი სენაკები ერთმანეთის ზემოთ იყო, სამ სართულად, თითო სართულში ოცდაათი; და მიუყვებოდა ტაძრის კედელს ირგვლივ, რომ ერთმანეთით ყოფილიყენენ გამაგრებული და ტაძრის კედელს არ დაყრდნობოდნენ.
და სივრცე გუერდისა ზენაკერძოჲსაჲ შედგმულებისაებრ გუერდთაჲსა ზღუდისაგან უზენაესისა მიმართ გარემოჲს სახლისა, რაჲთა განვრცნებოდის ზენაჲთ და ქუენათაგან აღვიდოდიან ქორედთა მიმართ და საშუალთაგან სამსართულთა მიმართ.
გვერდითი სენაკების სიგანე ფართოვდებოდა მაღლა და მაღლა ტაძრის გარშემო, რადგან ტაძარიც განივრდებოდა მაღლა და მაღლა, ისე რომ ქვედა სართულიდან ზედა სართულზე შუადან იყო ასასვლელი.
და ელეილნი და თროილნი სახლისანი; და ვიხილე სიმაღლე სახლისაებრ სიმაღლისა შორის გარემო მრგულივ და ხანი გუერდთაჲ სწორი ლერწმისაჲ წყრთაებრ ექუს ხანი.
დავინახე, სახლს ჰქონდა შემაღლებული ბაქანი ირგვლივ; გვერდითი სენაკების საძირკველი სრული ექვსი წყრთა ოყო.
და სივრცე ზღუდისა გუერდისაჲსაჲ გარეგნით წყრთათა ხუთთაჲ და ნეშტნი იგი საშუალ გუერდთა სახლისათა.
სენაკების კედლის სიგანე გარეთა მხარეს იყო ხუთი წყრთა, ხოლო ცარიელი ადგილი სენაკებს შორის ტაძრის იყო.
და საშუალ საყდართა მათ სივრცე წყრთათა ოცთაჲ გარემოსავლელი მრგულივ სახლისა.
მანძილი ოთახებს შორის ოცი წყრთა იყო ტაძრის ირგვლივ.
და კარები საყდართაჲ ნეშტისა მიმართ კარისა მის ერთისა ჩრდილოდმიმართისა სალოცველად წყრთათა ხუთთაჲ გარემოჲს; და კარი ერთი სამხრად მიმართ და სივრცე ნათლისა დანეშტებულისაჲ, ადგილი ლოცვისაჲ, წყრთათა ხუთთაჲ სივრცე გარემო.
გვერდითი სენაკიდან ცარიელ ადგილზე იყო გასასვლელი, ერთი გასასვლელი ჩრდილოეთისკენ და ერთი გასასვლელი სამხრეთისკენ; ცარიელი ადგილის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ.
და განმზღვრებელისაჲ პირისპირ დანეშტებულისა გზისაჲ, ვითარცა ზღჳსა მიმართ - წყრთათა სამეოცდაათთაჲ და სივრცე ზღუდისა და განმზღვრებელისა წყრთათა ხუთთა სივრცე გარემოჲს; და და სიგრძე მისი ოთხმეოცდაათთა წყრთათაჲ.
შენობა, რომელიც შემოკავებული ადგილის წინ იდგა, დასავლეთისკენ, სიგანით სამოცდაათი წყრთა იყო; შენობის კედლის სიგანე ხუთი წყრთა იყო ირგვლივ და სიგრძე ოთხმოცდაათი წყრთა.
და განზომა დამართებით სახლისა სიგრძე წყრთათა ასთაჲ და დანეშტებულნი და განმაზღვრებელნი და ზღუდენი მათნი სიგრძით წყრთაებ ას.
გაზომა ტაძრის სიგრძე ასი წყრთა; შემოკავებული ადგილი შენობითურთ და მისი კედლები სიგრძით ასი წყრთა.
და სივრცე პირისპირ სახლისა და ნეშტნი აღმოსავალად მიმართ წყრთათა ასთაჲ.
ტაძრის სიგანე წინა მხარეს და შემოკავებული ადგილისა აღმოსავლეთისკენ ასი წყრთა.
და განზომა სიგრძე განმასაზღვრელებისაჲ პირისპირ დანეშტებულისა უკანაკერძოჲსა სახლისა მის. და დანეშტებულნი აქაჲთ და იქით წყრთათა ასთანი სიგრძედ და ტაძარი შინაგანი და კუთხნი და ელამი გარეშემობაგულნი.
გაზომა ტაძრის სიგრძე შემოკავებულის მხარეს, მის უკან, თავისი სვეტნარით ორივე მხარეს ასი წყრთა; ასევე შიდა სასახლე და ეზოს სტოა.
და სარკუმელნი ბადეედნი და განსანათლებელი მრგულივ სამთასა, რაჲთა იჭჳრებოდის სახლიცა და მახლობელნი, მომსჭუალულ გარემოჲს მრგულივ და იატაკი და იატაკითგან ვიდრე სარკუმელთამდე და სარკუმელნი განხმულ სამწილად საჭჳრობელად.
ზღურბლები, ცხაურიანი სარკმლები და სვეტნარი ირგვლივ სამ სართულად, ზღურბლის წინ, ხით მოპირკეთებული ირგვლივ, იატაკიდან სარკმლებამდე (სარკმლები ყრუ იყო),
და ვიდრე სიახლემდე სახლისა გარეშისა და ვიდრე შინაგანისამდე და ყოველსა ზედა კედელსა მრგულივ შინაგანსა ზედა და გარეშისა ზედა ზომდა გამოწახნაგებულთა
შესასვლელის თავზე, ტაძრის შიდა და გარეთა მხარე, მთელი კედელი ირგვლივ, შიგნიდან და გარედან, თანაზომიერი იყო.
ქეროვიმთა და ფინიკთა და ფინიკი საშუალ ქეროვიმთასა და ქეროვიმთასა, ორნი პირნი ქერობინსა:
ამოკვეთილი იყო ქერუბიმები და პალმები; პალმა ქერუბიმსა და ქერუბიმს შორის იყო, ორი სახე ჰქონდა ყოველ ქერუბიმს.
პირი კაცისაჲ ფინიკისა მიმართ ამიერ და პირი ლომისა ფინიკის მიმართ იმიერ, გამოწახნაგებულ ყოველი სახლი გარემო,
კაცის სახე პალმისკენ იყო მიქცეული ერთ მხარეს და ლომის სახე პალმისკენ იყო მიქცეული მეორე მხარეს. ასე იყო გაკეთებული მთელს ტაძარში, ირგვლივ.
იატაკითგან ვიდრე მობაგულამდე ქეროვიმნი და ფინიკნი წახნაგებულნი. და სიწმიდე და ტაძარი
იატაკიდან შესასვლელის თავამდე ქერუბიმები და პალმები იყო გამოხატული; ასევე ტაძრის კედელზე.
განღებულ ოთხ კიდედ და პირისპირ წმიდათასა ხილვაჲ,
სასახლის წყრთილები ოთხკუთხედი იყო, საწმიდარსაც იგივე შესახედაობა ჰქონდა.
ვითარცა შესახედავი საკურთხეველისა ძელისაჲსა, წყრთათა სამთაჲ სიმაღლე მისი და სიგრძე წყრთათა ორთაჲ და სივრცე წყრთათა ორთაჲ; და რქანი აქუნდეს, ხარისხი მისი და ზღუდენი მისნი ძელისანი. და თქუა ჩემდამო: ესე ტრაპეზი წინაშე პირსა უფლისასა.
ხის სამსხვერპლოს სიმაღლე სამი წყრთა იყო, სიგრძე ორი წყრთა; მისი კუთხეები, კვარცხლბეკი და კედლები ხისა იყო. მითხრა მან: ეს საკურთხეველია უფლის წინაშე.
და ორნი კარებნი ტაძრისანი და წმიდისა კარებნი, ხოლო ორთა მათ კარებთა ქცევითთა
ორ-ორი კარი ჰქონდა სასახლეს და საწმიდარს.
ორი კარები ერთსა და ორი კარები მეორესა.
ორი ფრთა ჰქონდა თითო კარს, ორივე ფრთა მოტრიალე იყო; ორი ფრთა ერთ კარს და ორი ფრთა მეორე კარს.
და ნაწახნაგები მის ზედა და კარებთა ზედა ტაძრისათა, ქეროვიმი და ფინიკნი ნაწახნაგებისაებრ წმიდათაჲსა, და მწრაფლები ძელები წინაშე პირსა ელამისასა გარეთ.
გამოსახული იყო მათზე, სასახლის კარებზე, ქერუბიმები და პალმები ისევე, როგორც კედლებზე იყო გამოსახული; ხის ზღურბლი იყო სტოას წინ, გარეთ.
და სარკუმელნი ფარულნი, და განზომა ამიერ და იმიერ სართულებთა მიმართ ტაძრისა ელამისაჲსათა: და გუერდნი სახლისანი შეუღლვილებ.
ცხაურიანი სარკმლები და პალმები აქეთ-იქით სტოას გვერდებზე, ტაძრის გვერდითი სენაკები და ზღურბლები.
