ეზეკიელ წინასწარმეტყველი · თავი 24
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო წელსა შინა მეცხრესა, თთუესა შორის მეათესა, მეათესა თთჳსასა, მეტყუელი:
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ მეათე წელს, მეათე თვის ათში ნათქვამი:
ძეო კაცისაო, დაწერე თავისა შენისა დღედ დღითგან ამით, რომლით წარიტრა მეფე ბაბილოანისაჲ იერუსალჱმსა ზედა
ადამის ძევ! ჩაიწერე დღის სახელი, ამ დღისა; ბაბილონის მეფე სწორედ ამ დღეს მოადგა იერუსალიმს.
დღითგან დღესისაჲსა, და თქუ სახლისა მიმართ განმამწარებელისა იგავი და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს ადონაი უფალი, უფალი: ზედდადგი სიავი და შთაასხ მას წყალი;
გამოუთქვი ურჩ სახლს იგავი და უთხარი მათ: ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: შემოდგი ქვაბი, შემოდგი და წყალიც ჩაასხი შიგ.
და შთაადგენ მას დრონეულნი, ყოველი დრონეული კარგი მისდამი: წჳვი და მჴარი, გამოჴორცვილი ძუალთაგან.
ჩაყარე შიგ ნაჭრები, საუკეთესო ნაჭრები - ბარკალი და ბეჭი, ნარჩევი ძვლებით აავსე.
რჩეულთაგან საცხოვართა მართებულთა, და ქუეშე დასწვა ძუალები ქუეშჱ კერძო მათსა; დუღილით იდუღოს და შეგბეს ძუალებიცა მისი შორის მისსა.
გამოარჩიე საუკეთესო ცხვარი, შეუკეთე შეშა ქვაბს და ადუღე, რომ ძვლებიც კი მოიხარშოს.
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ჵ ქალაქო მოსისხლეთაო, ქალაქო, რომლისა შორის არს გესლი მის შორის, და გესლი არ გამოვიდა მისგან! ასოეული მისი გამოიღო, არა დავარდა მის ზედა წილი,
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს, ქვაბს, რომლის ქაფი მასშივეა და ქაფი არ გადმოდის მისგან! ნაჭრები ნაჭრებზე გადმოყარე, რჩევას ნუ დაუწყებ.
რამეთუ სისხლი მისი შორის მისსა დიოდა; მყარკლდეობას ზედა დავაწესე იგი, არა დავსთხიე იგი ქუეყანასა ზედა დაბურვად მას ზედა მიწაჲ.
რადგან მასშივეა მისი სისხლი; სალ კლდეზე ჰქონდა დასხმული, მიწაზე არ დაუღვრია, რომ მტვერით დაეფარა.
აღსლვად გულისწყრომისა შურისსაგებელად, შურისსაძიებელად მივეც სისხლი მისი, მყარკლდეობასა ზედა დავაწესე იგი არადაფარვად მისსა.
რომ განვრისხებულიყავი, რომ შური მეძია, სალ კლდეზე დავასხი სისხლი, არ დამიფარავს.
ამისთჳს ამათ იტყჳს ადონაი უფალი: ვაჲ, ქალაქო მოსისხლეთაო, ოდეს მეცა განვამრავლო შეშაჲ.
ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი სისხლიან ქალაქს! მეც დავანთებ დიდ ხანძარს.
და განვადიდო მუგუზნი და აღვაგზნა ცეცხლი, რაჲთა დადნენ ჴორცნი და შემცირდეს წუენი და ძვალნი შემცხუარდენ.
შეშას მოუმატე, ცეცხლი ააგიზგიზე, ბოლომდე მოხარშე ხორცი, შეკაზმე საკაზმით და ძვალიც ჩაიხარშოს.
და დადგეს ნაკუერცხალთა მისთა ზედა ცალიერი და აღეგზნა, რაჲთა დაიწვას და განჴურდეს, და განქარდეს რვალი მისი, და დადნეს შორის მისსა არაწმიდებაჲ მისი და მოაკლდეს გესლი მისი,
მერე ცარიელი დადგი ნაკვერცხლებზე, რომ გახურდეს და გავარვარდეს სპილენძი, რომ გადნეს მასში მისი უწმიდურობა და გაქრეს მისი ქაფი.
დამდაბლდეს გესლი მისი. და არ გამოვიდეს მისგან, მრავალ არს გესლი მისი და ჰრცხუენეს გესლსა მისსა.
ძნელია მოცილება, არ გამოდის მისგან. ბევრია ქაფი, ცეცხლშიც მისი ქაფია.
მათ წილ, რომელ შეიგინებოდე შენ, არა განსწმიდენ არაწმიდებისაგან შენისა და არა განწმიდნეს არღა მერმე, ვიდრე არა აღვავსო გულისწყრომაჲ ჩემი შენ შორის.
გარყვნილებაა შენს უწმიდურებაში; რადგან გწმენდდი, მაგრამ არა ხარ გაწმედილი შენი უწმიდურობისგან აღარ განიწმიდები, ვიდრე არ დაგიცხრობ შენზე რისხვას.
მე, უფალი, ვიტყოდე და მოვაწიო და ვყო, არ დავაყენო, არცა ვერიდო; და არა ვედრებულ ვიქმნე გზათაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, - იტყჳს ადონაი უფალი, - ამისთჳს მე გსაჯო შენ სისხლთაებრ შენთა და გულისზრახვათაებრ შენთა გსაჯო შენ, არაწმიდაჲ სახელოანი და ფრიადი განმამწარებლობითა.
მე, უფალმა, ვთქვი და ახდება, აღვასრულებ; არ ვაპატიებ, არ დავინდობ, არ შევიბრალებ; შენი საქციელისამებრ და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯიან, ამბობს უფალი ღმერთი.
და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი:
იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
ძეო კაცისაო, აჰა, მე მივიხუამ შენგან გულისსათქმვლთა თუალთა შენთასა განწყობილისა შორის, არა იტყებო, არცა იტირო, არცა მოვიდენ შენდა ცრემლნი,
ადამის ძევ! აჰა, წაგართმევ შენს თვალთა ნეტარებას მოულოდნელი სიკვდილით; ნურც იგლოვ, ნურც იტირებ, ცრემლები ნუ დაგედინება;
სულთითქუენ, მდუმარო, სულთქმაჲ სისხლისაჲ, გოდებაჲ წელთაჲ არს, კაცობრივი გოდებაჲ არა ჰყო; არა იყოს თმიანობაჲ შენი შეთხზულ შენ ზედა, და ჴამლნი შენნი ფერჴთა ზედა შენთა, და არ ნუგეშინის-იცე ბაგეთა მიერ მათთა და პური კაცთაჲ არა შჭამო.
იკვნესე ჩუმად, მიცვალებულზე გლოვას ნუ გამართავ; ოღონდ თავი წაიკარი, ფეხზე ხამლები ჩაიცვი, წვერებს ნუ დაიფარავ და კაცების პურს ნუ შეჭამ.
და ვიტყოდე ერისა მიმართ განთიად, ვითარსახედ მამცნო მე, და მოკუდა ცოლი ჩემი მიმწუხრი; და ვყავ განთიად, ვითარსახედ მებრძანა მე.
დილით ხალხს ველაპარაკებოდი და საღამოხანს მოკვდა ჩემი ცოლი; მეორე დილით ისე მოვიქეცი, როგორც მებრძანა.
და თქუა ჩემდამო ერმან: არა მომითხრობა ჩუენ, რაჲ არიან ესენი, რომელთა შენ ჰყოფ?
მითხრა მე ხალხმა: არ გვეტყეი, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. შენ რომ აკეთებო?
და ვთქუ მათდამი: სიტყუაჲ უფლისაჲ იქმნა ჩემდამო მეტყუელი.
ვუთხარი ხალხს: იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
თქუ სახლისა მიმართ ისრაჱლისა: ამათ იტყჳს ადონაი უფალი: აჰა, მე შევაგინებ წმიდათა ჩემთა, ფრტჳნვაჲ ძალისა თქუენისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა თქუენთანი და რომელთათჳს მორიდ არიან სულნი თქუენნი და ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი, რომელნი დაიშთინენით, მახჳლითა დაეცნენ.
უთხარი ისრაელის სახლს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შევლახავ ჩემს საწმიდარს - თქვენი ძლიერების სიამაყეს, თქვენს თვალთა ნეტარებას და თქვენი სულის სანუკვარს; თქვენი ვაჟები და ასულები კი, რომლებიც მიატოვეთ, მახვილით დაეცემიან-თქო.
და ეყოს, ვითარსახედ ვყავ, პირისაგან მათისა არ ნუგეშინის-იცნეთ და პური კაცთაჲ არა შჭამოთ.
თქვენც ისე მოიქცევით, როგორც მე ვიქცევი: წვერ-ულვაშს არ დაიფარავთ და კაცების პურს არ შეჭამთ.
და ვარჯნი თქუენნი თავთა ზედა თქუენთა და ჴამლნი თქუენნი ფერჴთა შორის თქუენთა, არცა იტყებნეთ, არცა იტირნეთ და დასდნეთ სიცრუეთა შინა თქუენთა, და ნუგეშინის-ეცით კაცადმან ძმასა თჳსსა.
თავი წაკრული გექნებათ და ხამლები შემოსილი; არ იგლოვებთ და არ იტირებთ. დადნებით თქვენს დანაშაულებში და მიაკვნესებთ ერთმანეთს.
და იყოს ეზეკიელ თქუენდა ნიშად და ყოველნი, რაოდენნი ყვნა, ყვენით, ოდეს მოიწინენ ესენი და ცანთ, ვითარმედ მე ვარ ადონაი უფალი.
იქნება ეზეკიელი თქვენთვის ნიშად: როგორც მან გააკეთა, ყველაფერს ისე გააკეთებთ. ეს ახდება და მაშინ მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.
და შენ, ძეო კაცისაო, არა დღესა შინა, ოდეს მოვიღო ძალი მათი მათგან და სიმაღლე სიქადულისა მათისაჲ, გულისსათქმელნი თუალთა მათთანი და ამაღლებაჲ სულისა მათისაჲ, ძენი მათნი და ასულნი მათნი
შენ კი, ადამის ძევ! იმ დღეს, როცა წავიღებ მათგან მათ ძლიერებას, მათი მშვენების სიხარულს, მათ თვალთა ნეტარებას, მათი სულის სანუკვარს, მათ ვაჟებს და მათ ასულებს,
მოვიდეს, განრინებული მას დღესა შინა, შენდამო მითხრობად შენდა ყურთა მომართ.
იმ დღეს მოვა შენთან გადარჩენილი, რომ ყურში გასმინოს;
მას დღესა შინა აღეღოს პირი შენი განრინებულისა მიმართ, და ისიტყო და არა დაჰყრუვდე მერმე და ცნან, ვითარმედ მე ვარ უფალი, და ვიყო მე მათდა ნიშად.
იმ დღეს გაიღება შენი ბაგე გადარჩენილის მიმართ და ალაპარაკდები; აღარ იდუმებ და ნიშანი იქნები მათთვის, და მიხვდებიან, რომ მე უფალი ვარ.
