იობი · თავი 37
და ამას ზედა შემიძრწუნდა გული ჩემი და განვარდა ადგილით თჳსით.
ამის გამოც მიფრთხის გული და საგულედან ამოვარდნას ლამობს.
ისმინე სმენაჲ რისხვისა გულისწყრომისა უფლისაჲ და სიტყუაჲ პირისა მისისაგან გამოვიდეს.
უსმინეთ, კარგად უსმინეთ გრგვინვაში მის ხმას და ქუხილს, მისი პირიდან გამომავალს!
ქუეშე ყოველსა ცასა დასაბამი მისი და ნათელი მისი ფრთეთა ზედა ქუეყანისათა.
მთელს ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება;
კუალსა მისსა შემდგომად დაღადებდეს ჴმითა და იქუხოს ჴმითა რისხვისა მისისაჲთა. და არა ცვალნეს იგინი, რამეთუ გესმეს ჴმაჲ მისი.
მის მერე დაიქუხებს, დაიგრიალებს დიდებულ ხმაზე და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ქუხილი.
იქუხოს ძლიერმან მან ჴმითა თჳსითა საკჳრველად, რომელნი ქმნნა საქმენი დიდ-დიდნი, რამეთუ არა ვიცოდეთ.
გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, ქმნის სიდიადეთა, რომელთა შეცნობა ჩვენ არ ძალგვიძს;
უბრძანოს თოვლსა ყოფად ქუეყანასა ზედა და ზამთარი წჳმათა ძლიერებისა მისისათაჲ.
რადგან თოვლს ეუბნება: დაეფინე მიწას! წვიმის თავსხმას და თავისი წვიმების თქეშს: გაძლიერდი!
ჴელთა ყოვლისა კაცისათა დაჰბეჭდოს, რათა ცნას ყოველმან კაცმან თჳსი იგი უძლურებაჲ.
ის ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რომ მთელმა ხალხმა იცოდეს მისი ნამოქმედარი;
შევიდენ მჴეცნი ქუეშე საფარველსა, და იყოფოდეს საწოლსა მათსა ზედა.
მხეცები გარბიან ქვაბულებში და თავიანთ ბუნაგებში იყუჟებიან;
საუნჯეთაგან მოუჴდენ სალმობანი, მთათა მწუერვალთაბან ყინელი,
სამხრეთიდან მოდის ქარიშხალი და ჩრდილოეთიდან - ყინვა;
და ქარისაგან ძლიერისა მოსცეს ნეფხუაჲ, შეკრიბნეს წყალნი, ვითარცა ჰნებავნ.
ღვთის სუნთქვა ბადებს ყინულს და წყალთა სიფართე ვიწროვდება;
და რჩეულთა მისთა მოჰფინის ღრუბელი, განაბნიის ღრუბელი ნათლითა მისითა.
წყლით ბერავს ღრუბელს და მისი ელვა ჯანღებს ფანტავს;
და თავადმან სიმრგულე მისი გარემოაქციის ენთიებულათოთ საქმედ მათა ყოველივე, რავდენი ამცნო მათ, ესენი ბრძანებულ არიან მის მიერ ქუეყანასა ზედა,
ყველაფერი მისი განგებით ბრუნავს, რომ ყოველი მისი ნაბრძანები აღსრულდეს დედამიწის ზურგზე;
გინათუ ველსა, გინათუ ქუეყანასა მისსა, გინათუ წყალობად პოოს იგი.
თუ დასასჯელად, თუ მიწისთვის, თუ წყალობისთვის გამოაჩენს მას.
ყურად-იღე ესე, იობ, დადეგ და ისწავე ძალი უფლისაჲ,
ყურადიღე ეს, იობ! დადექი და ჩასწვდი ღვთის სასწაულებს!
ხოლო ესე უწყი, რამეთუ ღმერთმან დაამტკიცნა საქმენი თჳსნი: ნათელი შექმნა ბნელისაგან.
თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან?
და იცის განკითხვაჲ ღრუბელთაჲ, განსაკჳრვებელი დაცემაჲ მრავალთაჲ.
თუ იცი ჯანღების ასავალ-დასავალი - ყოვლადბრძენის საკვირველებანი?
ხოლო სამოსელი შენი ტფილ, და დაყუდნეს ქუეყანასა ზედა.
თუ იცი, რატომ ხურდება შენი სამოსელი, როცა მყუდროვდება ქვეყანა სამხრეთის ქარში?
სიმტკიცე მის თანა სიძუელედ, ძლიერ არიან, ვითარცა ხილვაჲ მოფენისა წყალთაჲ.
თუ აიჭრები მასთან ერთად ცის მყარში, სარკესავით რომ არის ჩამოსხმული?
აწ რაჲსათჳს არს ესე? მასწავე მე, რა ვჰრქუათ მას, და დავდუმნეთ მრავალისაგან სიტყჳსა.
გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერი მოგვიფიქრებია სიბნელისგან.
ანუ წიგნი, ნუ და მიწგნობარი წინამიდგს მე, რათა კაცისათჳს წინამდგომელისა დავდუმნე?
თუ მოხსენდება მას, რომ ლაპარაკი მსურს? თუ ინატრებს კაცი, რომ შთაინთქას?
ხოლო ყოველთა ვერსახილველ არს ნათელი, ბრწყინვალე არს დაძუელებადთა შორის, ვითარცა-იგი მის წინაშე ღრუბელთა ზედა.
ვერ უსწორებენ თვალს ცაზე მოკაშკაშე მნათობს, როცა ქარი გადაივლის და გადაწმენდს ცარგვალს.
ჩრდილოთ ღრუბელნი ოქროფერნი, ამათ ყოველთა ზედა დიდ არს დიდებაჲ და პატივი ყოვლისა მპყრობელისაჲ.
ჩრდილოეთიდან მოდის ნათება, საშინელია ღვთის ირგვლივ ბრწყინვალება!
და არა ვის ვპოებთ სხუასა მსგავსსა მისსა ძლიერებითა, რომელი-იგი სიმართლისა მსაჯული არს. არა ჰგონება, ვითარმცა ისმინა მისი?
ვერ ვწვდებით ყოვლადძლიერს, ის აღმატებულია ძალით და სიმართლით; მრავალმოწყალეა, არავის ჩაგრავს.
ამისთჳს ეშინოდის მისა კაცთა და ეშინოდის მისა ბრძენთა გულითა. შემდგომად დადუმებისა მის ელიუსისა სიტყუათა ამათ.
ამიტომაც მისი ეშინია ხალხს; ბრძენებს ის არად აგდებს.
