ნეემია · თავი 4

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და იყო, ვითარცა ესმა სანაბატალს, ვითარმედ ჩუენ ვაშენებთ ზღუდეთა მათ, აღვმართებთ გოდლებთა მისთა, ბოროტ-უჩნდა მას და შეძრწუნდა მის წინაშე, და განრისხებულ იყო ძლიერად. ეკიცხევდა ჰურიასტანსა.

როცა სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა შეიტყეს, რომ შენდება იერუსალიმის კედლები და მისი ბზარები მთელდება, ძალიან გაცხარდნენ.

2

და თქვა წინაშე ძმათა მათ თჳსთა: ესე არს ძლიერებაჲ იგი თქუენიო, ჵ სამორიელნო, ვითარ ჰურიანი იგი აშენებენ და განაძლიერებენ ქალაქთა მათთა?

ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და ზიანის მისაყენებლად.

3

და ტობის ამანიტელი მოსრულ იყო ხილვად მათდა და ეტყოდა: ნუთუ შე-ვითარ-უძლონ აღშენებად, ანუ შეწირვად საკვერთხთა, ანუ ჭამად შესაწირავთა მათგან და ადგილსა მას მათსა? და არა მიერ გამოჴდენა მელნი, დაარღვინენ ქვანი ზღუდეთა მისთანი? ვთქვათ ჩუენ:

მაგრამ ჩვენ ვევედრებოდით ჩვენ ღმერთს და მათ წინააღმდეგ დაცვა გვეყენა დღედაღამ მათგან თავის დასაცავად.

4

ისმინე ჩუენი, უფალო, ღმერთო ჩუენო, რამეთუ ვიქმნენით ჩუენ საკიცხელ და შეურაცხ მტერთაგან, და მიაგე ყუედრება მათი თავთა მათთა და მისცენ იგინი საკიცხელად წინაშე წარმტყუენველთა მათთა.

თქვა იუდამ: ძალა გამოელია მზიდავს, ნაგავი კი უამრავია, აღარ შეგვიძლია კედლის შენება.

5

და ნუ დაეფარნენ უსჯულოებანი მათნი, და ნუცა ცოდვანი მათნი პირისაგან შენისა აღიჴოცნენ, რამეთუ შეურაცხ-ყოფენ მაშენებელთა.

ჩვენი მტრები ამბობდნენ: ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, მუსრს გავავლებთ და მუშაობას შევაწყვეტინებთ.

6

შემდგომად ამისა აღვაშენეთ ზღუდენი იგი, გარემოვავლენით კერძო ზღუდისა მის.

მაშინ მოდიოდნენ მათ ირგვლივ მცხოვრები იუდაელები და ათგზის გვიმეორებდნენ ყველა მხრიდან: იქნებ დაბრუნდეთო ჩვენთან.

7

რაჟამს ესმა სანაბალატს და ტობიას და არაბიელთა, ამონელთა, ვითარმედ მარჯვე იქმნა შენება ზღუდეთა იერუსალემისათა, და ვიწყეთ თჳთვეულად ადგილთა საქმისა მის გამოჩინებად, ბოროტ-უჩნდა წინაშე მათსა

დაბლობ ადგილებში, კედლის გარეთ და უწყლო ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოებისდა მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.

8

და შეკრბეს ყოველნი ერთბამად მოსლვად და ბრძოლად იერუსალემსა

შევხედე, წამოვდექი და დიდებულებს, მმართველებსა და დანარჩენ ხალხს მივმართე: ნუ გეშინიათ მათი! გახსოვდეთ დიდი და საშინელი უფალი, იბრძოლეთ თქვენი ძმების, ქალ-ვაჟების, ცოლებისა და სახლების გულისათვის.

9

და ვილოცევდით უფლისა მიმართ ღმრთისა ჩუენისა, დავადგინეთ მჴუმილავნი ჩუენ ზედა დღისი და ღამე პირისაგან მტერთასა.

როგორც კი ჩვენმა მტერმა შეიტყო, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით, ღმერთმა გააქარწყლა მათი ზრახვა და ჩვენ ყველანი კედელთან დავბრუნდით, თითოეული თავის საქმეზე.

10

და თქუეს კაცთა ურიასტანისათა: ვერ შეუძლოთ ესრეთ ბრძოლად და შენებად, არამედ რომელთამე ყონ ბრძოლა შეჭურვილთა და რომელთამე ყონ შენებაჲ.

იმ დღიდან ასე იყო. ჭაბუკთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მათი ნახევარი კი შუბით, ფარით, მშვილდითა და მუზარადით იყო შეიარაღებული. მთავრები კი მთელი იუდას სახლის უკან იდგნენ.

11

და თქვეს რომელნი-იგი მაჭირვებდეს ჩუენ: არა ვაცნობოთ და არცა ვაუწყოთ მათ, ვიდრე თჳთეულად ადგილთაგან თჳსთა აღდგენ და მოვიდენ შორის მათსა, და მოვსწყვიდნეთ იგინი და დავაყდუნოთ საქმე მათი.

კედლის მშენებლები კედელს აშენებდნენ და ტვირთის მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ; ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.

12

და იყო, რაჟამს მოვიდეს ჰურიანი, რომელნი დამკჳდრებულ იყვნეს ადგილად, და მეტყოდეს ჩუენ: ნუუკუე გამოჴდენ ყოველთა ადგილთაგან ჩუენ ზედა.

თითოეული მშენებელი, წელზე მახვილშემორტყმული აშენებდა. გვერდით კი მებუკე მყავდა.

13

და დავადგინნეთ ქვეაღრე ადგილთა მათ უკანა ზღუდესა მას სართულსა ქვეშე და დავადგინნე კაცნი ჭურვილნი და ლახროსანნი და მშჳლდოსანნი.

ვუთხარი დიდებულებს, თავკაცებს და სხვა ხალხს: დიდი და ვრცელი სამუშაო გვაქვს, ჩვენ კი კედელზე ვართ გაფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.

14

და მე აღვდეგი და ვეტყოდე კაცთა მათ, რომელნი განმზადებულნი და განკრძალულნი დგეს, ერისთავთა მათთა და მათცა, რომელნი-იგი ადგილ-ადგილ ჴუმილვიდენ; ნუ გეშინინ პირისაგან მათისა, მოიჴსენეთ ღმერთი ჩუენი დიდი და საშინელი, და ჰბრძვეთ ძმათა თქუენთათჳს და ძეთა თქვენთათჳს, ცოლთა თქვენთათჳს და ასულთა თქუენთათჳს და სახლთა თქვენთათჳს

ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმა შემოგესმებათ, იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენს მაგივრად.

15

და იყო, რაჟამს ესმა მტერთა მათ ჩუენთა, ვითარმედ გულისჴმა-ვყავით და განკრძალულნი განვემზადენით ბრძოლად, განაქარვა ღმერთმან ზრახვა მათი და ჩუენ ყოველნი მოვიქეცით შენებად ზღუდისა მის, კაცად-კაცადი საქმედ თჳსად.

ასე ვაკეთებდით საქმეს. მათ ნახევარს განთიადიდან ვარსკვლავების გამოჩენამდე შუბი ეჭირა.

16

და იყო, მიერ დღითგან ზოგნი განწესებულ იყვნეს საქმესა, ზოგნი ჭურვილნი იყუნეს წინაშე პირსა მტერთასა, და ლახვარი, ფარი და მშჳლდ-ჴელთა შინა მათთა. და დგიან განმზადებული კაცი თჳთოეულად ზოგად ძმისა თჳსისა.

ამავე დროს ხალხს ვუთხარი, რომ ყველას თავის ვაჟებთან ერთად იერუსალიმში ეთიათ ღამე, რომ ღამით ჩვენთან ეყარაულათ, დღისით კი ემუშავათ.

17

რომელი-იგი აშენებნ ზღუდესა მას, და არნ ჟამი, შეეწევინ ძმასა თჳსსა და აქუნ ერთითა ჴელითა საჭურველი თჳსი, და ერთითა ჴელითა მისცემდა ძმასა თჳსსა ქვასა ანუ თიჴასა.

არც მე, არც ჩემი ძმები, არც ჩემი ბიჭები, არც ჩემი მცველები, თან რომ მახლდნენ, ტანსაცმელს არ ვიხდიდით, წყალზეც კი იარაღასხმული მივდიოდით.

18

რომელი-იგი აშენებდეს, აქვნდა კაცად-კაცადსა ჴმალი თჳსი წელთა თჳსთა და საბარკული ბარკალსა თჳსსა და ეგრეთვე აღაშენებდეს ზღუდეთა იერუსალემისათა, რომელნი-იგი ჰბერვიდეს ნესტუსა რქისასა, დგეს მახლობელად მათსა.

19

და ვარქუ კაცთა მათ, რომელნი იყვნეს ჭურვილად და განმზადებულ და მთავართა მათთა: საქმე ესე დიდ არს და ფართო და ჩუენ განვბნეულ ვართ შენებასა ამის ზღუდისასა და შორს ვართ კაცად-კაცადი ძმისაგან თჳსისა.

20

აწ დავადგინნეთ ადგილ-ადგილად კაცნი, რომელნიღა ჰბერვიდენ ნესტუებსა, რაჟამს გესმეს ჴმა ნესტჳსა მის რქისა, და მუნ მოკრბენ ყოველნი, და ღმერთი ჩუენი ჰბრძოდის ყოველთა მტერთა ჩუენთა ჩუენ წილ მარადის.

21

და ზოგნი იგი იქმოდეს და ზოგთა მათ აქუნდა ჭური თჳსი განმზადებული გამობრწყინვებითგან ცისკრით ვიდრე აღმოსლვადმდე ვარსკულავთა.

22

და ვარქუ კაცთა მათ ერისათა: მოვედით და დავიმკჳდროთ შორის ქალაქსა იერუსალემსა, ღამე მჴუმილნი დავადგინნეთ გარემო ჩუენსა, და დღისი ვიქმოდით.

23

და ვდეგთ მე და კაცნი იგი, რომელნი გარემო ჩემსა მცვიდეს მე, და არავინ ჩუენგანი განიცარცვის, და არცა საჭურველი განჰყუნის.