ნეემია · თავი 10

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და ესენი არიან, რომელთა დაბეჭდონ წიგნი ესე სარწმუნოებისა და შენდა მიმართ: ნეემია, ძემან აქალისმან, და სედეკა, ძემან

აჰა, ისინი, ვინც ბეჭდები დაუსვეს: განმგებელი ნეემია, ხაქალიას ძე, და ციდკია,

2

სარეასმან, და აზარია და იერემია,

სერაია, ყაზარია, იერემია,

3

და ფასურ, მიქია,

ფაშხური, ამარია, მალქია,

4

ატოს, ასაბანია, მალუქ,

ხადგეში, შებანია, მალუქი,

5

ემათ, მარამოთ, აბდია,

ხარიმ, მერემოთი, ყობადია,

6

დანიელ, კანათონ, ბარუქ,

დანიელი, გინთონი, ბარუქი,

7

მესულამ, აბია, მიამინ,

მეშულამი, აბია, მიამინი,

8

მადია, ბელგეენ, სემეი. ესე ყოველნი არიან მღდელნი

მაყაზია, ბილგაი, შემაყია - ესენი მღვდლები არიან.

9

და ლევიტელნი: ისუ, ძე აზანიასი, ბანია ძეთა მათგან ენადადასთა, კადმელ,

ლევიანები: იესო აზანიას ძე, ბინუი-ხენადადის ძეთაგან, კადმიელი;

10

და ძმანი მისნი: ზებანია, ოდოია, კალიტან, ფელია, ამაან,

მათი ძმები: შებანია, ჰოდია, კელიტა, ფელაია, ხანანი,

11

მიქაან, რობა, სებია,

მიქა, რეხობი, ხაშაბია,

12

ზაქორ, ზარაბია, სებანია,

ზაქური, შერებია, შებანია,

13

ლოდუა, ბანუნიას.

ჰოდია, ბანი, ბენინუ,

14

მთავარნი ერისანი: ფოროს, ფაათ, მოაბ, ელაამ, ზათონია.

ხალხის თავკაცები: ფარყოში, ფახათი, მოაბი, ყელამი, ზათუ, ბანი,

15

ძენი ბანესნი: აზურათ, ბეგაია,

ბუნი, ყაზგადი, ბებაი,

16

ადონია, ბაგოვ, ეგინ,

ადონია, ბიგვაი, ყადინი,

17

ატერ, ეზეკია, აზორ, ადოვია,

აცერი, ხიზკია, ყაზური,

18

აიდა, ასამ, ბესეია,

ჰოდია, ხაშუმი, ბეცაია,

19

არიფ, ანათოთ, ნოვრა,

ხარიფი, ყანათოთი, ნებაი,

20

მაგაფელ, მესულამ, ეზირმე,

მაგფიყასი, მეშულამი, ხეზირი,

21

ნოზაბელ, სადუკ, ედუქ,

მეშეზაბელი, ცადოკი, იადუაყი,

22

ფალტა, ანან, ანანია,

ფელატია, ხანანი, ყანაია,

23

ოსეე, ანანიას, ასუფ,

ოსია, ხანანია, ხაშუბი,

24

აპოეს, პილა, სოფეკ,

ჰალოხეში, ფილხა, შობეკი,

25

ჰრეუმ, ესაბანან, მალუვა,

რეხუმი, ხაშაბანა, მაყასეია,

26

აია, ენან, ონან,

ახია, ხანანი, ყანანი,

27

მალუს, ჰრეუმ, ბანა.

მალუქი, ხარიმი, ბაყანა.

28

და სხუანიცა ნეშტნი ერისანი მღდელნი და ლევიტელნი, მეკარენი, მგალობელნი, ნათანელნი და ყოველი ერი ესე ჩუენი, რომელთა გვესმის სჯული უფლისა ღმრთისა ჩუენისა, დავსდებთ წამებასა დღეს შენ წინაშე, მამანი და დედანი, ძენი და ასულნი მათნი.

დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,

29

და რომელნი-იგი ერთკერძო გარდაჴდეს სჯულსა შენსა, ფიცით დავამტკიცებთ დღეს შენ წინაშე: იყავნ იგი შეჩუენებულ და დაწყეულ, რომელთა დაიმარხონ შჯული შენი, რომელ-იგი მოგუეც ჴელითა მონისა შენისა მოსესითა, არამედ ყოველთა ნებითა ჩუენითა დავიმახროთ, და ვყოთ ყოველივე ნება უფლისა ღმრთისა და განკითხვანი მისნი და ბრძანებანი

შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,

30

არა მივსცნეთ ასულნი ჩუენნი ერსა უცხოსა და ასულნი წარმართთანი არა მოვგუარნეთ ძეთა ჩუენთა.

რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს.

31

და ერმან ამის ქუეყანისამან არა მოიღოს ჩუენდა სავაჭრი, დღესა შაბათსა და არა ვიყიდოთ მათგან შაბათსა რამეთუ დღე წმიდა არს და წმიდად ვიმარხოთ ყოველი იგი შჳდეული.

იმ ქვეყნის ხალხებისგან, რომელთაც შაბათობით გასასყიდათ მოაქვთ საქონელი და ყოველგვარი საზრდო, აღარაფერს შევიძენთ შაბათ დღეს - წმიდა დღეს. მეშვიდე წელს ყანას დავასვენებთ და ყველანაირ ვალს მივუტევებთ.

32

და მივსცეთ ქველისსაქმარი მესამისა მის დიდრაქმისა წლითი წლად ხარკი სახლისა ღმრთისა.

წესად დავიდეთ, რომ წელიწადში სამი შეკელი გავიღოთ ჩვენი ღმერთის სახლის სამსახურისათვის -

33

და პური იგი პირველი და შესაწირავი ჟამად და ჟამად, საკუერთხი ყოველთა დღესასწაულთა წელიწდისათა და შაბათთა და ყოველთა თვისთავთა და სატფურებისა და სიწმიდეთა და ცოდვათათჳს, რომელ-იგი არს სალხინებელად ისრაჱლისა და საქმე ტაძრისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა.

საწირი პურისათვის, ყოველდღიური ძღვენისთვის, ყოველდღიური აღსავლენი მსხვერპლისათვის, შაბათებისათვის, ახალმთვარობებისთვის, დღესასწაულებისათვის, წმიდა საგნებისათვის, ისრაელის ცოდვებისგან განსაწმედი მსხვერპლისათვის და ჩვენი ღმერთის სახლის ყველანაირი საქმისთვის.

34

და წილ-ვიგდოთ მკჳდრობისათჳს ძელისა მისთჳს, რომელ მიუვლინა მღდელთა მათ და ლევიტელთა და ერმან მოიღენ სახლად უფლისა ღმრთისა ჩუენისა და სახლსა მამათა ჩუენთასა ჟამად და ჟამად და წლითი წლად, რომელი-იგი წეს იყოს, საგზებელად ზედა საკურთხეველსა შესაწირავთა უფლისა ღმრთისა ჩუენისათა, ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესსა

შეშის მოტანაზე მღვდლებმა, ლევიანებმა და ხალხმა წილი ვყარეთ, რომ ჩვენი ღმერთის სახლში, ჩვენ-ჩვენ მამისსახლთა მიხედვით, დათქმულ დროს, წლიდან წლამდე შეშა ვზიდოთ, რომ უფლის, ჩვენი ღმერთის სამსხვერპლოზე ცეცხლი ისე ენთოს, როგორც რჯულში სწერია.

35

და მივეცით ნაყოფისაგან პირველთა ქუეყანისათა ჩუენისაგანისათა და ნაყოფი ხეთაგან ჩუენთა წლითი წლად სახლსა უფლისა ღმრთისა ჩუენისასა,

ჩვენ ვიკისრეთ მიწის პირველმოწეული ნაყოფის, ყველა ხეხილის პირველმოწეული ნაყოფის წლიდან წლამდე უფლის სახლში მიტანა,

36

დიდრაქმა პირმშოთა შვილთა ჩუენთა და პირმშოები საცხოვართა ჩუენთა. ვითარცა წერილ არს სჯულსა მოსესა, და პირმშოები ზროხათა ჩუენთა და არვეთა ჩუენთა მოვიღოთ სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, მღდელთა შენთა და ლევიტელთა, რომელნი დგანან მსახურებასა სახლისა უფლისასა

ჩვენი ვაჟებიდან და პირუტყვიდან, რჯულში დაწერილის მიხედვით, პირმშოთა მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან, ჩვენს პირველმოგებულ ხარებთან და ცხვრებთან ერთად.

37

და პირველი იფქლისა ნაყოფი ხეთა ვენაჴისა და ზეთისხილისა მივართვათ მღდელთა მათ სახლისა საფასისა ღმრთისა ჩუენისასა და ათეული ქუეყანისა ჩუენისა, და ლევიტელნი იგი მივიდენ და მოიღონ ყოველი ერთბამად.

ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.

38

და იყავნ მღდელი ძეთა მათგან აჰრონისთა, რომელმან მოათეულნეს ლევიტელნი იგი. და ლევიტელთა მათ ათეულისა მისგან ჩუენისა მისცედ ათეული მღდელსა მას დიდსა სახლსა ღმრთისა ჩუენისასა, ადგილსა მას საფასისასა, რომელ არს ტაძარსა მას უფლისასა.

აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;

39

რამეთუ იდვა საფასედ და საუნჯედ ძეთა მათთჳს ლევიტელთასა და მსახურთა მათ ადგილსა მას, სადა არს ჭურჭელი იგი სიწმიდისა, და იყავნ მღდელთა მათ და ლევიტელთა და მეკარეთა და მეფსალმუნეთა, და ნუ სადამცა მოაკლდების მათ როჭიკი სახლისაგან ღმრთისა ჩუენისასა უკუნისამდე, ნუცამცა იგინი დააყენებენ მსახურებასა უფლისასა.

რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!