პირველი ეზრა · თავი 7
და შემდგომად სიტყჳსა მათ შარავანდობისა არტახშესის, მეფისა სპარსთასა, გამოვიდა ეზრა, ძე სარუველისი, ძისა აზრიასი, ძისა ქელკიასი,
ამ ამბების შემდეგ სპარსთა მეფის, ართახშაშთას, მეფობაში ეზრა ძე სერაიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა ხილკიასი,
ძისა სილომისა, ძისა სედაკისა, ძისა აქიტობისი,
ძისა შალუმისა, ძისა ცადოკისა, ძისა ახიტუბისა, 2. ძისა ამარიასი, ძისა ყაზარიასი, ძისა მერაიოთისა,
ძისა სამარიასი, ძისა ეზრიასი, ძისა მარგთასა,
ძისა ზარეასი, ძისა ოზიასი, ძისა ბუკეისი,
ძისა ზერახიასი, ძისა ყუზისა, ძისა ბუკისა,
ძისა აბისუმისი, ძისა ეფნესესი, ძისა ელიეზარისა, ძისა აჰრონისი პირველის მღდელისა.
ძისა აბიშუაყისა, ძისა ფინხასისა, ძისა ელეაზარისა, ძისა აარონისა, მღვდელმთავრისა -
ესე ეზრა, რომელი გამოვიდა ბაბილონით, იყო მწერალი მალედ სჯულისა მის მოსესისა, რომელი-იგი მოსცა უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან. და მისცა მას მეფემან ყოველივე, რაცა უნდა და ითხოვოს. რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა იყო მის თანა.
ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
და გამოვიდეს მის თანა ძეთა მათგან ისრაელისათა მღდელთა მათგანნი და ლევიტელთა და შემსხმელთა მათგანნი მსახურთა და მეკარეთა მათგანნი და ნათანაელთა მათგანნი იერუსალიმად წელსა მეშჳდესა არტაშესის მეფისასა.
წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.
გამოვიდნენ იერუსალჱმად თთვესა მას მეშჳდესა, რომელი-იგი იყო წელი მეშჳდე მეფისა მის.
მივიდა იერუსალიმში მეხუთე თვეს, მეფის მეშვიდე წელს,
და თთჳსთავსა მის მეშჳდისა თთჳსასა მოვიდა ეზრა იერუსალიმად, რამეთუ ჴელი უფლისა ღმრთისა ამაღლებულ იყო მის თანა.
რადგან პირველი თვის პირველი დღე იყო დასაწყისი ბაბილონიდან წამოსვლისა და მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა იერუსალიმში, რადგან მისი ღვთის სასიკეთო ხელი იყო მასზე.
და დაიდვა ეზრა გულსა თჳსსა მოძიებად სჯულისა მის უფლისა და აღწერად მისა და სწავლად ისრაელისა ბრძანებანი და მსჯავრნი.
რადგან გულს იდვა ეზრამ უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება, და წესისა და სამართლის სწავლება ისრაელში.
ესე არიან ბრძანებანი იგი, რომელი მისცა არტაშეს მეფემან ეზრას მღდელსა და მწერალსა წიგნთასა და სიტყუათა უფლისათა და ბრძანებისა სჯულისა უფლისათა და ბრძანებითა მით, რომელი იყო ზედა ისრაილსა.
აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:
არტაშეს მეფემან მეფეთამან ეზრა მწერალსა სჯულისა უფლისა ღმრთისასა ზეცათასა,
ართახშასთა, მეფეთა მეფე, ეზრას, მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის სრულყოფილ მოძღვარს, ასე და ასე.
ყოვლითა სიმტკიცითა მივეც მე ბრძანება ყოველთა ზედა, რომელნი არიან სუფევასა ჩემსა ერისა მისგან ისრაელისასა მღდელთა მათგან და ლევიტელთა, რათა აღვიდენ ყოველნი იერუსალჱმად შენ თანა.
ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმეს ისრაელის ერიდან - მღვდლებს და ლევიანებს, გადაწყვეტილი აქვთ იერუსალიმში წასვლა, შენთან ერთად წავიდეს,
პირისაგან მეფისასა და შჳდთა თანამზრახველთა მიწერა წიგნი ესე მოძიება ჰურიათა და იერუსალჱმელთა წინამძღურებითა ეზრასითა, რომლისა იყო სული ღმრთისა ჴელთა შინა მისთა.
რადგან შენ იგზავნები მეფისგან და მისი შვიდი მრჩევლისგან, რათა მოიხილო იუდა და იერუსალიმი შენი ღმერთის რჯულის მიხედვით, რომელიც შენს ხელთაა,
და უბრძანა მეფემან მიცემად სახლსა უფლისასა ვეცხლი და ოქრო თახამზრახველითურთ თჳსით იერუსალჱმს და დადება ტაძარსა მას შინა წინაშე უფლისა ღმრთისა ისრაელისა.
რომ წაიღო ვერცხლი და ოქრო, მეფემ და მისმა მრჩევლებმა რომ შესწირეს ისრაელის ღმერთს, რომლის სავანე იერუსალიმშია,
და ყოველივე, რაოდენიცა იპოვოს ვეცხლი და ოქროჲ, რომელნი მიიტყვენნეს ჰურიანი მსხემობით ბაბილონად, ერთა და მღდელთა მათ თანაწარიღედ და მიიღედ სახლსა მას უფლისასა იერუსალჱმად.
და მთელი ვერცხლი და ოქრო, რასაც მოიპოვებ მთელს ბაბილონში, იმ ერისკაცთა და მღვდელთა შემოწირულობასთან ერთად, რომელნიც შესწირეს თავიანთ ღმერთის სახლს იერუსალიმში.
და ყოველთავე, რომელნი განვიდენ, იგინი განმზადნნედ ესრეთ სახედ, ვითარცა ვწერეთ, ზვარაკები, ვერძები და კრავები და საკვერთხნი და შესაწირავნი მათნი და შეწირედ ზედა საკურთხეველსა უფლისა ღმრთისა თჳსისასა იერუსალჱმს.
ამიტომაც დაუყოვნებლივ იყიდე ამ ვერცხლით ხარები, ვერძები და ბატკნები და მათი საძღვნო შესაწირავი და ზედაშე, და მიიტანე ისინი თქვენი ღმერთის სამსხვერპლოზე, იერუსალიმში.
უფროს და უმეტეს შენთჳს და ძმათა შენთათჳს ვყავ ქველის-საქმე, დაუტევე ოქრო და ვეცხლი, ვითარცა შეაშუს ღმრთისა, თქუენცა ეგრეცა ყავთ.
და როგორც უკეთესად მიიჩნევთ შენ და შენი თვისტომნი, თქვენი ღმერთის ნებით, ისე მოიხმარეთ დარჩენილი ოქრო-ვერცხლი.
და ჭურჭელი იგი მიგცეს შენ სამსახურებელად სახლისა უფლისა, წარიღე შენ თანა და მიეც იერუსალჱმს.
ჭურჭელი, რომელიც მოგეცა შენი ღმერთის სახლის სამსახურისთვის, დაუბრუნე იერუსალიმის ღმერთს.
და ნეშტი იგი მიეც დამარხვად საფასესა სახლსა სამეუფოსა.
შენი ღმერთის სახლის დანარჩენი სამსახურებელი ნივთი, რისი მიცემაც მოგესურვება, მიეცი სამეფო საგანძურიდან.
მე, არტახშეს მეფემან, მივეც ბრძანება ყოველთა მეფასეთა, რომელნი იყვნეს მიერ კერძო მდინარით ევფრატით, ყოველსავე, რასაცა ითხოვდეს თქუენგან ეზრა მღდელი და მწერალი სჯულისა უფლისა ღმრთისა ზეცათასა, მიეცით სახლსა უფლისა ღმრთისა ზეცათასა.
ვიძლევი განკარგულებას მე, ართახშასთა მეფე, მდინარისგაღმელი ყველა მეგანძურის მიმართ, რომ რასაც კი მოგთხოვთ ეზრა, მღვდელი და ცათა ღმერთის რჯულის მოძღვარი, დაუყოვნებლივ შესრულდეს.
და მზა-უყავთ ვეცხლი ასი ტალანტი და იფქლი ასი საწყაული და ღჳნო იგივე საწყაული და ზეთი იგივე ზომი.
ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.
და ნუმცა ვინ წინააღუდგების ბრძანებასა მეფისასა. ყოველივე, რაცა ვბრძანე, სახელითა უფლისა ღმრთისა ზეცათა და ქუეყანისა, ეგრეცა იყავნ, და ნუ ვინ ჴელსა ჰყოფნ დაბრკოლებად სახლისაგან უფლისა ღმრთისა ისრაჱლისა, რათა არა იყოს რისხვა უფლისა ღმრთისა ზედა მეფობასა ჩემსა და ძისა ჩემისასა
ყველაფერი, რაც კი ნაბრძანები აქვს ცათა ღმერთს, ბეჯითად უნდა გაკეთდეს ცათა ღმერთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს მისი რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს.
გაუწყებთ თქუენ, რათა ყოველი, რომელი იყოს მღდელთა მაგათგანი და ლევიტელთა და ფსალმუნთშემსხმელთა და მეკარეთა და ნათანაელთა, რომელნი-იგი იყუნეს მსახურნი სახლისა უფლისანი, ნუმცა მისცემენ ხარკსა, ნუძცა ვის უფლიეს დამონება მათი.
გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
და შენ, ეზრა, რომლისა სიბრძნე ღმრთისა შენისა ჴელთა შინა შენთა არს, დაადგინენ მწერალნი და მსაჯულნი მათ ზედა, რომელნი სჯიდენ ყოველსა მას ერსა, რომელნი არიან მდინარესა მას მიერ კერძო და ასწავებდენ ყოველთა, რომელთა არა იციან სჯული ღმრთისა შენისა, რომელთა-იგი არა იცოდიან, ყოველთა
შენ კი, ეზრა, შენი ღმერთის სიბრძნით, რომელიც შენს ხელთაა, დაადგინე მსაჯულები და მოსამართლეები, რომლებიც სამართალს გაუჩენენ მთელს ერს, მდინარისგაღმელს, ყველას, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ.
ყოველთავე, რომელთა არა ყონ მსგავსად სჯულისა მის უფლისა და ბრძანებისა მისებრ მეფისასა, მი-მცა-ეცემიან მსაჯულსა საქმეთა მათებრ თჳსთა, გინა თუ სიკუდილსა, გინა თუ სატანჯველსა, გინა თუ ზღვევად, გინა თუ პყრობილებად.
ყველა, ვინც არ შეასრულებს შენი ღმერთის რჯულს და მეფის რჯულს, დაუყოვნებლივ უნდა გასამართლდეს. ან სიკვდილით დაისაჯოს, ან მოიკვეთოს, ან დაჯარიმდეს და დატუსაღდეს.
კურთხეულ არს უფალი ღმერთი მამათა ჩუენთა, რომელმან შთაუგდო გულსა მეფისასა, და დიდებულ-ყავნ სახლი იგი უფლისა ღმრთისა ჩუენისა, რომელ არს იერუსალჱმს.
კურთხეულ იყოს უფალი, ჩვენი მამა-პაპის ღმერთი, რომელმაც შთააგონა მეფეს შეემკო უფლის სახლი იერუსალიმში,
და ყო ჩემ თანა წყალობა, და პატიოსან-მყო მე წინაშე მეფისა და თანამზრახველთა მისთა და წინაშე ყოველთა მთავართა მეფისათა, და მე განვძლიერდი, რამეთუ ჴელი უფლისა ყოვლითურთ აღმაღლებული ჩემ თანა, შევკრიბენ ყოველნი მთავარნი ისრაჱლისანი, რომელნი გამოსრულ იყუნეს ჩემ თანა
და წყალობით მოახედა ჩემსკენ მეფე და მისი მრჩევლები, მეფის ძლიერი მთავრები. მეც გავმხნევდი, რადგან უფლის, ჩემი ღმერთის ხელი იყო ჩემზე, და შევკრიბე ისრაელიანი მთავრები, რომ ჩემთან ერთად წამოსულიყვნენ.
