წმიდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა

სივრცე, სადაც ბავშვები სიყვარულით სწავლობენ ქართულ ენას, ისტორიას, სარწმუნოებასა და ეროვნულ ფასეულობებს, იზრდებიან ქართული ტრადიციებითა და კულტურით, ეცნობიან საკუთარ ფესვებს და ამყარებენ სულიერ კავშირს სამშობლოსთან. აქ თითოეული ბავშვი არა მხოლოდ ცოდნას იღებს, არამედ სწავლობს საკუთარი ქვეყნის სიყვარულს, პატივისცემას, ერთობასა და იმ ღირებულებებს, რომლებიც მომავალში ღირსეულ, განათლებულ და საკუთარ იდენტობაზე დაფუძნებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

📚 ვინ ვართ ჩვენ?

,,წმიდა ანთიმოზ ივერიელის" სახელობის ქართული საკვირაო სკოლა ბარსელონაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო და სულიერი სივრცეა. ჩვენი მიზანია მომავალ თაობას შევუნარჩუნოთ:

• ქართული ენა
• ისტორია
• მართლმადიდებლური რწმენა
• ეროვნული ფასეულობები
• ქართული იდენტობა

18 წელია ჩვენი სკოლა ქართულ ემიგრაციას ემსახურება და დღეს მსოფლიო ემიგრაციულ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

🏆 საგრანტო პროექტების გამარჯვებული 📚 18 წლიანი გამოცდილება
📖 მდიდარი საბავშვო ბიბლიოთეკა

💬 მშობელთა საყურადღებოდ

ჩვენთვის მნიშვნელოვანია მშობლების აქტიური ჩართულობა. სკოლა რეგულარულად ატარებს შეხვედრებს, ღია გაკვეთილებს, პრეზენტაციებსა და ღონისძიებებს, რათა მშობლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ შვილების პროგრესს და აქტიურად ითანამშრომლონ პედაგოგებთან.


*საკვირაო სკოლაში რეგულარული დასწრება აუცილებელია დამატებით საგანმანათლებლო და კულტურულ წრეებში მონაწილეობის მისაღებად.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები პირველ რიგში ეუფლებოდნენ ქართულ ენას, კულტურასა და ეროვნულ ფასეულობებს.*

📅 შაბათი და კვირა

👧 4–16 წელი

📖 სასწავლო პროგრამა

✓ რელიგია

✓ ქართული ენა და ლიტერატურა

✓ საქართველოს ისტორია

✓ მეტყველების კულტურა

✓ მე და საზოგადოება

✓ პატრიოტული საათი

🎨 შემოქმედებითი და კულტურული წრეები

🎵 მუსიკალური სტუდია „გამა"

🎸 გიტარის წრე 🎼 სტუდია „ვაზი"

💃 ქართული ცეკვები „ქართველო"

✍ ქართული კალიგრაფია

📚 გაეცანით სრულ სასწავლო პროგრამას

🌐 ონლაინ განაცხადისა და რეგისტრაციის ინსტრუქცია

ამ განყოფილებაში შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მოსწავლის მიღების განაცხადის ფორმა PDF ფაილის სახით.

გთხოვთ, ყურადღებით შეავსოთ ყველა საჭირო ინფორმაცია და მოაწეროთ ხელი შესაბამის ადგილას.

შემდეგ განყოფილებაში იხილავთ სპეციალურ ფორმას, სადაც შეძლებთ ხელმოწერილი დოკუმენტის ატვირთვას, დამატებითი ინფორმაციის შევსებას და განაცხადის გამოგზავნას. შევსებული და ხელმოწერილი დოკუმენტი აუცილებელია მოსწავლის რეგისტრაციისთვის.

განაცხადის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ ჩვენი ადმინისტრაცია დაგიკავშირდებათ საჭიროების შემთხვევაში.