ესთერი · თავი 12

ძველი ქართულითანამედროვე ქართული
1

და დადუმნა მარდოქე და იყო ეზოსა მეფისასა გაბათანსა და თარს თანა, ორთა მათ საჭურისთა მეფისათა, რომელნი იყვნეს მცველნი ეზოსა შინა მეფისასა.

2

და ესმეს სიტყუანი მათ საჭურისთანი და ზრუნვანი მათნი მარდოქეს, და გამოიკითხა და გულისხმა-ყო, რომელ განმზადეს ჴელნი მათნი დასხმად ასვირეოსის ზედა მეფისა. და კეთილი განიზრახა და უთხრა მეფესა მათი ძჳრისზრახვა.

3

და განიკითხა მეფემან ორნი იგი საჭურისნი და პოვა, ვითარმედ ჭეშმარიტ იყვნეს სიტყუანი იგი მარდოქესნი, აღიარეს და აღაბეს სიკუდიდ.

4

და დაწერა მეფემან ასვირეოს სიტყუანი ესე მარდოქესი მოსაჴსენებელად და მარდოქემაცა დაწერა მოხსენებისათჳს.

5

და უბრძანა მეფემან მარდოქეს, რათა მსახურებდეს ეზოსა შინა მეფისასა. და ანიჭა ნიჭი დიდი.

6

და ამან ამადოთელი ბუგანი დიდ იყო წინაშე მეფის და ენება მარდოქესი და ნათესავისა მისისა მოსრვა და უმზირდა მათ, რამეთუ უმძიმდა მოწყვედა საჭურისთა მათ.