საქართველოს ტაძრები და მონასტრები

საქართველო მდიდარია სულიერი და ისტორიული მემკვიდრეობით, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში განლაგებული ტაძრები და მონასტრები ასახავს არქიტექტურულ მრავალფეროვნებას და ღრმა სულიერ ტრადიციას. ეს ნაგებობები არა მხოლოდ სალოცავი ადგილებია, არამედ კულტურული და ეროვნული მნიშვნელობის ძეგლებიც.

მათი მონახულება გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიცნოთ საქართველოს ისტორია, რწმენა და იდენტობა.

აღმოაჩინე საქართველოს ტაძრები

საქართველოს წმინდანები

საქართველო — ღვთისმშობლის წილხვედრი მიწა — საუკუნეთა სიღრმიდან ატარებს წმინდანთა ლოცვის სუნთქვასა და მოწამეობის კვალს. ამ კურთხეულმა მიწამ გამოზარდა მოციქულთასწორნი, ღირსნი მამანი, გვირგვინოსანი მეფენი და დედოფალნი, აღმსარებელნი და მოწამენი, რომელთაც სიცოცხლის ფასად შეინახეს ქრისტესადმი ერთგულება.

მათი ლოცვა დღემდე ჟღერს ტაძართა კამარებქვეშ და ვარსკვლავივით უნათებს გზას მომავალ თაობებს.

საქართველოს წმინდანები